"ეს არის ქართველი ლეგენდის ლეგენდარული პარტია, რომელიც მან კიდევ ერთხელ მოიგო. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - გაფრინდაშვილის ადვოკატი Netflix-თან სასამართლო დავაზე

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატმა ბრიფინგი გამართა და Netflix-თან შეთანხმების დეტალებზე ისაუბრა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, Netflix-მა ნონა გაფრინდაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და 5 მილიონი დოლარის გადახდაზე დათანხმდა, თუმცა ამ ინფორმაციას ადვოკატები არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
„მორიგების მოლაპარაკებების ინიციატივა წამოვიდა სააპელაციო სასამართლოდან. შეთანხმების დეტალები არის მკაცრად კონფიდენციალური. ეს არის მიღებული პრაქტიკა მოცემულ ვითარებაში. ეს შედეგი არის ქალბატონი ნონას ინტერესებში. ის ძალიან კმაყოფილია მიღწეული შედეგით. ძალიან ბევრი ანალოგიური ან მსგავსი დავა აქვს Netflix-ს, თუმცა ძალიან ცოტა მთავრდება მორიგებით. ეს არის ქართველი ლეგენდის ლეგენდარული პარტია, რომელიც მან კიდევ ერთხელ მოიგო. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, - აცხადებს ადვოკატი კახა შარაბიძე.
ნონა გაფრინდაშვილი ამერიკულ კომპანია Netflix-ს უჩიოდა და კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვდა. სარჩელში ნათქვამი იყო, რომ სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ ნონა გაფრინდაშვილის შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მას არასდროს უთამაშია კაც მოჭადრაკესთან, სინამდვილეში იმ დროისთვის გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ კაც მოჭადრაკესთან. სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ Netflix-მა დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ მოიხსენია იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵"არასდროს იფიქრო იმაზე, ვინ რას იტყვის და როგორ მიიღებს შენს სათქმელს" - პეტრე კოლხი
1740497028
ახალი ამბებიხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტ...
1740495360
ახალი ამბებინანუკა ჟორჟოლიანმა კახეთში მიმავალი „ოფროუდის“ მოყვარულთა ჯგუფი, დასავლეთ საქართველოს სოფლებში წამსვლელ მოხალისეებად გაასაღა
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელის მეშვეობით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, კახეთში მიმავალი „ოფროუდის“ მოყვარულთა ჯგუფი, მან ქუთაისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით წამსვლელ მოხალ...
1740493864
ახალი ამბებიგარდაცვლილი 107 წლის ქალის შვილთაშვილი: უმორჩილესად გთხოვთ ყველას, თავის შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, ჩემი დიდი ბებია ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა
„უმორჩილესად გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. ჩემი დიდი ბებია ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა“, - განაცხადა გურიაში გარდაცვლილი 107 წლის ქალის შვილთაშვილმა შორენა გურგენიძემ....
1740493443
ახალი ამბებინაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებისთვის შეზღუდვები მოქმედებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვა დაწესდა ნ...
1740492251
ახალი ამბებისოფელ ჯუმათში თოვლში მოყოლილი მცირეწლოვანი და მისი ოჯახი სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოიყვანეს
„სოფელ ჯუმათში თოვლში მოყოლილი მცირეწლოვანი და მისი ოჯახი სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოიყვანეს“, - ამის შესახებ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განაცხადეს. როგორც ადმინისტრაციაში...