ფინანსთა სამინისტრო - საქართველომ ევროკომისიას 2025-2027 წლებისთვის ეკონომიკური რეფორმების პროგრამის დოკუმენტი წარუდგინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ დაგეგმილ ვადაში, უკვე მეორედ წარუდგინა ევროკომისიას „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა – 2025-2027“ (Economic Reform Programme – 2025-2027) დოკუმენტი საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 იანვრის N31 განკარგულების შესაბამისად.

სამინისტროს ცნობით, აღსანიშნავია, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მომზადების პროცესს პირველად 2023 წლის ბოლოს შეუერთდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

„დოკუმენტი, ევროკომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის თანახმად წარმოადგენს მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების საშუალოვადიან ჩარჩოს. დოკუმენტის მომზადებისას საქართველო მეტწილად ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) განსაზღვრულ საშუალოვადიანი დაგეგმვის მიზნებს და პარამეტრებს, რომელიც თავის მხრივ, სტრუქტურული რეფორმების ნაწილში, გამომდინარეობს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტიდან „ხედვა – 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“.

„ეკონომიკური რეფორმების პროგრამა – 2025-2027“ დოკუმენტში, ასევე, ასახულია 2024 წლის 14 მაისს, ევროკომისიის მიერ მიღებული ერთობლივი დასკვნების ფარგლებში კანდიდატი ქვეყნებისათვის გაცემული რეკომენდაციების პროგრესი, საქართველოს „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა – 2024-2026“ დოკუმენტის პირველი დოკუმენტის შეფასების საფუძველზე.

„ეკონომიკური რეფორმების პროგრამა – 2025-2027“ დოკუმენტის პირველი ოთხი თავი ფარავს მაკროფისკალური პარამეტრების და საჯარო ფინანსების მართვის აღწერას, ხოლო მეხუთე თავი მოიცავს სტრუქტურულ რეფორმებს.

აღნიშნული პროგრამის მაკროფისკალური ნაწილის ანალიზი მომზადდა 2025 წლის ბიუჯეტისა და 2025-2028 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო სტრუქტურული რეფორმების ნაწილში „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის“  დოკუმენტისა და მისი ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შესაბამისად“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737640726

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

2025 წლის 23 იანვარს, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რობერტ გერშნერთან” – ამის შესახებ ინფორმაცი...

მაკა ბოჭორიშვილი

1737638535

ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე განცხადებას ავრცელებს. წიქვაძე გიორგი ბაჩიაშვილის დღევანდელ განცხადებას პასუხობს. „მსურს, საზოგადოებისთვის განმარტ...

თეიმურაზ წიქვაძე

1737637839

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8627 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8612 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ვალუტის კურსი

1737637179

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: Julius Baer-ისა და Credit Suisse-ის ქმედება, არათუ ირიბად, არამედ პირდაპირ ადასტურებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესთან გვაქვს, რომლის მიღმა გლობალური ომის პარტია დგას

„ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დავას, ჩრდილით მიჰყვება პოლიტიკური ხაზი, რაც ამ დავის რეალურ მიზეზს წარმოადგენს“,- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ფილოსოფოს ზაზა შა...

დავით ჩიხელიძე

1737635569

ახალი ამბები

ცესკო: „სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებულ სტრუქტურულ რეორგანიზაციას უწყების დისკრედიტაციისთვის იყენებს

„სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებულ სტრუქტურულ რეორგანიზაციას უწყების დისკრედიტაციისთვის იყენებს, - აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „დღეს, არასამთავრობო ო...

საარჩევნო ადმინისტრაცია ცესკო