გახარიას პარტია აჭარაში, 25-დან 14-მა დამფუძნებელმა დატოვა

აჭარაში ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას დამფუძნებლები ტოვებენ. პარტიის აჭარის ორგანიზაციის 25 დამფუძნებლიდან გიორგი გახარიას გუნდი 14-მა დატოვა.

„ჩვენ პარტიის დამფუძნებლებს, გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკურ სივრცეში განვითარებულ მოვლენებს და გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია ამ პროცესებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ჩვენ დღემდე პარტია „საქართველოსთვის“ წევრები და დამფუძნებლები ვართ აჭარიდან, პარტიის, რომელსაც თავის დროზე იმიტომ შევუერთდით, რომ მიგვაჩნდა პარტია „საქართველოსთვის“ იყო ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელსაც რეალურად შეეძლო ებრძოლა ერთი მხრივ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

მოკლედ გაცნობებთ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის-ირაკლი მიქელაძის პოლიტიკური კურსი, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი და გაუგებარია. ირაკლი მიქელაძე გადაწყვეტილებებს იღებს განხილვის გარეშე, ერთპიროვნულად და გუნდის სურვილის მიუხედავად, აიძულებს ამ გადაწყვეტილებების სისრულეში მოყვანას.

კერძოდ, მეორე ტურის წინ ირაკლი მიქელაძე პარტიასთან შეუთანხმებლად აწარმოებდა გარიგებას ნაციონალურ მოძრაობასთან, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის მეორე ტურში დახმარების სანაცვლოდ ითხოვდა აჭარის პარტიული ორგანიზაციის მოქმედი აღმასრულებელი მდივნის -თამილა ფაღავასთვის, ქალაქ ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროსობას, რაზედაც ოპოზიციური კოალიციისგან მკაფიო უარი მიიღეს. მას შემდეგ რაც მან მიიღო უარი ოპოზიციურ ფლანგს დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა ქალაქ ბათუმის ვიცე მერობა, თავისი კანდიდატურის წამოყენებით, რაზედაც მიიღო თანხმობა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის სასარგებლოდ მეორე ტურის წინ დაიწყო ხმების შეგროვება. ასევე არჩევნების შემდგომ ის საკრებულოს დარჩენილი ორი წევრით მუდმივად მანიპულირებდა და თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე აწარმოებდა პოლიტიკურ ვაჭრობას. ყველა ვინც კი გუნდის შიგნით მიქელაძისაგან განსხვავებულ პოზიციას აჟღერებდა, ამ უკანასკნელის მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებოდა. გამომდინარე რთული წინასაარჩევნო მარათონიდან არ გვინდოდა განხეთქილება შეგვეტანა გუნდში და დუმილს ვამჯობინებდით, თუმცა ყოველივე ამან პროცესები კიდევ უფრო გააუარესა. საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ გვსურს მუშაობა განვაგრძოთ ადამიანთან ერთად, რომელიც სპობს განსხვავებულ აზრს, შიდაპარტიულ დემოკრატიას ღიად ემუქრება და პარტიას მართავს არა ამომრჩეველთა ნების სასიკეთოდ, არამედ პირადი მოტივებითა და ანგარების მიღების მიზნით.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია ჩვენ პარტიის დამფუძნებლები კატეგორიულად ვემიჯნებით ირაკლი მიქელაძის პრო-ნაციონალურ პოლიტიკას, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება და ვტოვებთ პარტიას „საქართველოსთვის“, - აღნიშნულია გახარიას პარტიის აწ უკვე ყოფილი წევრების საგანგებო განცხადებაში.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵შეგიძლია ამ სტრესს თავი დააღწიო, თუ მოინდომებ! - მამა პეტრე

🔵იმედი გვაქვს, საქართველოს ხელისუფლება წარსულიდან დასკვნებს გამოიტანს და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას განახორციელებს - რუსეთის საგარეო უწყება

🔵პამელა ანდერსონი მეხუთე ქმარსაც დაშორდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741790317

საზოგადოება

ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი 18 მილიონ ლარზე მეტი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 5 ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოქალაქეთა კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლ...

სასამართლო

1741790185

ახალი ამბები

მარიამ ლაშხმა გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიასა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ყოველწლიურ საპარლამენტო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა 10-12 მარტს, ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW)...

მარიამ ლაშ

1741788989

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ

მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ო...

ლევან მაჭავარიან

1741785744

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7775 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7894 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...

ვალუტის კურსი

1741784754

ახალი ამბები

გორში მანქანა ქვეითს დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა

გორში, წმინდაწყალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება ს...

პოლიცია