GMC: 7 წელიწადში გუბერნატორების ადმინისტრაციების შენახვისთვის 59 მილიონი ლარი დაიხარჯა
2014 წლის რეფორმის შემდგომ, გუბერნატორის უფლებამოსილებები ფორმალურად შეეზღუდა,რის შედეგადაც შემცირდა გუბერნატორების აპარატებში დასაქმებულთა რაოდენობა, თუმცა სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს დაფინანსება არ შემცირებია.
მმართველობის მონიტორინგის ცენტრის (GMC) კვლევის თანახმად, უფლებამოსილება შემცირებულ რწმუნებულ - გუბერნატორთა აპარატის შენახვა საქართველოს მოსახლეობას 2014 წლიდან დღემდე 58,904,800 ლარი დაუჯდა და ამ თანხის დიდი ნაწილი 69.5%, 40,931,100 ლარი შრომის ანაზღაურებაში დაიხარჯა.
მათივე ინფორმაციით, 2014 წელს გუბერნატორების შემცირებული უფლებამოსილებების პარალელურად, შემცირდა (განახევრდა) დასაქმებულთა რაოდენობაც, კერძოდ, თუ 2014 წელს დასაქმებული იყო 443 პირი, 2022 წელს ეს რიცხვი 258-ია, თუმცა ამის მიუხედავად არ შეცვლილა დაფინანსების ოდენობა, ხოლო 2018 წელს გაორმაგდა რწმუნებულის და მისი მოადგილეების ხელფასები. კერძოდ 2018 წლიდან სახელმწიფო რწმუნებულის ხელფასმა შეადგინა 5,900 ლარი, ნაცვლად 2,950-სა.
„სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის მიერ გაწეული შეუსაბამოდ მაღალი ხარჯები, რომლებზედაც ფლანგვის დეტექტორი წარსულშიც წერდა, მაგალითად: შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა კახა სამხარაძემ (2018 წელს საკუთარი თავს სატელეფონო ბალანსის ლიმიტად 400 ლარი დაუმტკიცა, რაც წლიურად 4800 ლარს უდრიდა. ულიმიტო პაკეტის შეძენის შემთხვევაში მას ეს თანხა 2034 წლამდე ეყოფოდა სალაპარაკოდ“, - აღნიშნულია კვლევაში.
საქართველოს 9 რეგიონში 9 გუბერნატორის ადმინისტრაცია ფუნქციონირებს.
საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად რწმუნებულ - გუბერნატორები საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არიან, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობა.
დღის სხვა ამბები:
🔵 "საქართველოს მეფეები" - საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტებს ყიდის
1736325498
მსოფლიო„ოჰ, კანადა!“ - ტრამპი აქვეყნებს ფოტოს, რომელზედაც კანადის ტერიტორია აშშ-ის ეროვნული დროშით არის დაფარული
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კანადის აშშ-ისთვის მიერთების სურვილს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოთი გამოხატავს. დონალდ ტრამპის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელზედაც აშშ-ისა და...
1736324185
მსოფლიო„ევროკავშირი ცდილობდა პრეზიდენტ ტრამპთან ონლაინ საუბარი შემეჩერებინა. ახლა მათ სურთ, ხელი შეუშალონ ხალხს ალისა ვაიდელთან საუბრის მოსმენაში“ - ილონ მასკი
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალმა თანახელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში ევროკავშირი დაადანაშაულა იმაში, რომ ი...
1736323850
ახალი ამბები„ხელისუფლებას ვერავინ აიძულებს, ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს“ - „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო
„საბოლოოდ, ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერცერთი სანქცია ვერ შეედრება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტს...
1736323358
მსოფლიოBBC: ტიბეტში მიწისძვრას სულ მცირე 126 ადამიანი ემსხვერპლა
ტიბეტის შორეულ რეგიონში, ევერესტთან ახლოს მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე 126 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 188 დაშავდა. ამის შესახებ BBC ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იუწყება. მედიის ცნობით, სამაშვ...
1736323259
ახალი ამბები„დიფ სთეითის“ ევროპული მეტასტაზების მოშლა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობაა“ - „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო
„დიფ სთეითის“ ევროპული მეტასტაზების მოშლა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობაა, - ვკითხულობთ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებაში. როგორც მმართველი გუნდის პოლიტი...