რატომ აღვნიშნავთ შობას 7 იანვარს და ტრადიციები, რომელიც შობის დღესასწაულს უკავშირდება
ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.
VI საუკუნემდე ადამიანები იულიუსის კალენდრით ცხოვრობდნენ, რომელიც იმპერატორმა იულიუს კეისარმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 46 წელს შემოიღო, მაგრამ წლების შემდეგ საჭირო გახდა ახალი კალენდრის შემოღება, იმიტომ რომ ყოველ 128 წელიწადში ერთხელ ერთი დღე-ღამის ცდომილება იყო.
1582 წელს, რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ იულიუსის კალენდარი გრიგორიანული კალენდრით შეცვალა.
მართლმადიდებლურ ქვეყნებში, სადაც ეკლესიებმა კალენდარული რეფორმა წარმატებით ჩაატარეს, შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ. ამ დღეს შობას ზეიმობენ არამხოლოდ კათოლიკეები და პროტესტანტები, არამედ საბერძნეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, სირიის, ლიბანის და ეგვიპტის მართლმადიდებელი ეკლესიებიც. წელს პირველად, შობა 25 დეკემბერს აღინიშნა უკრაინაშიც.
ხოლო საქართველოს, რუსეთის, იერუსალიმის, სერბეთის და ათონის მართლმადიდებლები კი ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავენ. საქართველოს ეკლესია მიიჩნევს, რომ შობა, ისევე როგორც სხვა ყველა საეკლესიო დღესასწაული ძველი კალენდრით უნდა აღინიშნოს. რაც შეეხება ახალ წელს, ის, როგორც საერო დღესასწაული, ახალი სტილით, 1 იანვარს აღინიშნება.
შობის ტრადიციები:
შობის დღესასწაულზე მორწმუნეები 40-დღიან მარხვას ასრულებენ, რომელსაც 28 ნოემბრიდან იწყებენ.
შობის ღამეს ფანჯრებთან ტრადიციულად სანთლები ინთება - შობის ღამეს ფანჯარასთან ანთებული სანთელი მიპატიჟება და ნიშანია იმისა, რომ ჩვენ სახლის და გურის კარს ვხსნით, რომ იქ მესია დაიბადოს. აღნიშნული ტრადიცია საქართველოში პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დამკვიდრდა.
ამასთან, დღესასწაულს საშობაო ალილოთი ეგებებიან. ამ დროს გროვდება შემოწირულებები, რომელთაც შემდეგ გაჭირვებულებს და ქვრივ-ობლებს ურიგებენ.
1736323358
მსოფლიოBBC: ტიბეტში მიწისძვრას სულ მცირე 126 ადამიანი ემსხვერპლა
ტიბეტის შორეულ რეგიონში, ევერესტთან ახლოს მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე 126 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 188 დაშავდა. ამის შესახებ BBC ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იუწყება. მედიის ცნობით, სამაშვ...
1736323259
ახალი ამბები„დიფ სთეითის“ ევროპული მეტასტაზების მოშლა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობაა“ - „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო
„დიფ სთეითის“ ევროპული მეტასტაზების მოშლა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობაა, - ვკითხულობთ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებაში. როგორც მმართველი გუნდის პოლიტი...
1736323176
ახალი ამბები„ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვას“ - „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება
„საქართველო უკრაინულ სცენარს დიდი ძალისხმევისა და უკომპრომისო ბრძოლის შედეგად ჯერჯერობით გადაურჩა, თუმცა, მშვიდობისთვის ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი. ვიდრე არსებობს უკრაინაში პირვე...
1736323064
ახალი ამბებილოს-ანჯელესში მასშტაბური ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული
„ლოს-ანჯელესში მასშტაბური ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და 30 000-მდე ადამიანია ევაკუირებული“, - ამის შესახებ იუწყება CNN-ი. პასიფიკ-პალისეიდის რაიონში 30 000-მდე ადამიანი ცხ...
1736321771
ახალი ამბებიაღმოჩენილია ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც უკრაინიდან თბილისისკენ მიემართებოდა - მოლდავური მედია
მოლდოვის საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში ამანათების შემოწმებისას სათამაშო მანქანა აღმოაჩინეს, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ მოლდა...