ილონ მასკის მიერ მხარდაჭერილმა, გერმანულმა პარტიამ AfD ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუცია დაარეგისტრირა

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), რომელსაც ილონ მასკი უჭერს მხარს, ევროპარლამენტში არსებულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა „სუვერენული ერების ევროპა“ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა.

რეზოლუციის ტექსტის თანახმად, საქართველო საერთაშორისო სამართლის მიხედვით სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც სრული უფლება აქვს თავად განსაზღვროს თავისი პოლიტიკური სისტემა, ჩაატაროს არჩევნები და მართოს საკუთარი თავი უცხო სუბიექტების ან საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის გარეშე.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩატარდა, ხოლო ქართველმა ხალხმა გააკეთა მკაფიო და დემოკრატიული არჩევანი.

საქართველოს ახალი მთავრობა ევროპული ინტეგრაციის მომხრედ რჩება, აგრძელებს ევროპულ მისწრაფებას და ამასთან ერთად ეროვნული სუვერენიტეტისა და დემოკრატიული პროცესების პატივისცემას უზრუნველყოფს.

რეზოლუციის პროექტის ავტორები ევროკავშირს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ და აღნიშნავენ, რომ მათი უარი აღიარონ ქართული არჩევნების ლეგიტიმურობა და ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა რისკის ქვეშ აყენებს ევროკავშირის ავტორიტეტსა და ნდობას რეგიონში.

ტექსტის თანახმად, ევროკავშირის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა საქართველოზე, სანქციების მუქარისა და ფინანსური დახმარების პოტენციური შეჩერების ჩათვლით, არის გაუმართლებელი სადამსჯელო მიდგომა, რომელიც საკვანძო სტრატეგიულ პარტნიორს აშორებს.

რეზოლუციის პროექტის ავტორები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ევროკავშირი უარს აცხადებს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურად აღიარებაზე და აგრძელებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას.

დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი ადასტურებს, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობის არჩევა საქართველოში არის მხოლოდ ქართველი ხალხის საქმე.

ცნობისთვის, დღეს ევოპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრიან კენჭს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1739432246

ახალი ამბები

„ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნების იმედი არ ჰქონდეს“ - Politico

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ რუსეთის მიერ დაპყრობილი ყველა ტერიტორიის დაბრუნების იმედი არ ჰქონდეს. ამის შესახებ Politico წერს. „ტრამპმა დაუყ...

 ზელენსკიმ რუსეთის მიმართ ტრამპის რიტორიკა შეაქო

1739430330

ახალი ამბები

„ფულის სიყვარულით დაბრმავებულმა, აწ უკვე ხმადაკარგულმა ბანმა სადაც ფულის სუნი იგრძნო, იქ გადაბარგდა“ - ნინო ფოჩხუა

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ოპოზიციონერი საოპერო მომღერალი საუბრობს, რომ მისთვის პატივია, როდესაც რუს ბანს უწოდებენ, ვინაიდან ის ნამდვილად რუსი ბა...

პაატა ბურჭულაძე

1739426504

ახალი ამბები

საქართველოში დღის მეორე ნახევრიდან ამინდი მკვეთრად უარესდება - სინოპტიკოსის პროგნოზი

დღეს, დღის პირველ ნახევარში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა, სინოპტიკოსების ვარაუდით, დღის მეორე ნახევრიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება. რეგიონებსა და დედაქალაქში ტემპე...

წვიმააა

1739423708

მსოფლიო

დონალდ ტრამპი უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე - „არ ვფიქრობ, რომ ეს პრაქტიკულია“

„არ ვფიქრობ, რომ ეს პრაქტიკულია“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადა. ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მიზანშეწო...

დონალდ ტრამპი

1739423219

ახალი ამბები

ევროპარლამენტი დღეს საქართველოს საკითხზე რეზოლუციას კენჭს უყრის

ევროპარლამენტი დღეს საქართველოს საკითხზე რეზოლუციას კენჭს უყრის. რეზოლუციაში, სავარაუდოდ შესული იქნება მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახ...

ევროპარლამენტი