„სალომე ზურაბიშვილი არის ქართული პოლიტიკის მძიმე წარსული და ჩანაწერები, რასაც ვხედავთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ეს ხაზს უსვამს ევროპარლამენტში არსებულ ტრაგიკულ მდგომარეობას“ - ირაკლი კობახიძე

„სალომე ზურაბიშვილი არის ქართული პოლიტიკის მძიმე წარსული, ასეთი ჩანაწერები, რასაც ვხედავთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და ეს ხაზს უსვამს ევროპარლამენტში არსებულ ტრაგიკულ მდგომარეობას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის რეზოლუციის კომენტირებისას დუბაიში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ქვეყანას ჰყავს ძალიან ღირსეული პრეზიდენტი, თუმცა, კონკრეტული ძალები ამას ვერ ეგუებიან.

„ეს ხაზს უსვამს ტრაგიკულ მდგომარეობას, რომელიც არის შექმნილი ევროპარლამენტში. 6 წლის ვადით იყო სალომე ზურაბიშვილი არჩეული. თქვენ გახსოვთ, როგორ მოხდა მისი არჩევა. მაშინაც, ქართულმა საზოგადოებამ მხარი დაუჭირა არა სალომე ზურაბიშვილს, არამედ, „ქართულ ოცნებას“. 6 წელიწადზე მეტია გასული ამ არჩევნებიდან. მას შემდეგ ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. დღეს ქვეყანას ჰყავს ძალიან ღირსეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, თუმცა, კონკრეტული ძალები ამას ვერ ეგუებიან. მათ კვლავაც სურთ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს უღირსი პრეზიდენტი, თუმცა, ეს არის უკვე ბნელი, მძიმე წარსული. სალომე ზურაბიშვილი არის ქართული პოლიტიკის მძიმე წარსული. რა თქმა უნდა, ასეთი ჩანაწერები, რასაც ვხედავთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და ეს ხაზს უსვამს ევროპარლამენტში არსებულ ტრაგიკულ მდგომარეობას. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობას, რომელიც არის ბრიუსელის ბიუროკრატიაში დღევანდელ დღეს“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1739438679

ახალი ამბები

„ოპოზიციას აქვს შიში, რადგან კარგად უწყიან საკუთარი დანაშაულების თაობაზე, მაქსიმალურად შეეცდებიან, გამოძიებას თავი აარიდონ“ - ირაკლი კობახიძე

„ოპოზიციას აქვს შიში გამომდინარე იქიდან, რომ მათ კარგად უწყიან საკუთარი დანაშაულების თაობაზე, შესაბამისად, მათთვის საფრთხის შემცველია ეს გამოძიება, რომელიც წარიმართება“, - ამის შესახებ საქართველოს პრე...

ირაკლი კობახიძე

1739436693

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი მსოფლიო მთავრობათა სამიტზე დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დუბაიში დასრულდა. მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო მთავრობათა სამიტში, ასევე ღონისძიების ფარგლებში გამართა ორმხრივი შეხვედრები როგორც პო...

ირაკლი კობახიძე

1739434617

ახალი ამბები

„დავასრულეთ გლობალურ მთავრობათა სამიტში მონაწილეობა, ეს ფორმატი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მიგვეტანა ჩვენს პარტნიორებამდე“ - ირაკლი კობახიძე

„დავასრულეთ გლობალურ მთავრობათა სამიტში მონაწილეობა, ეს ფორმატი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მიგვეტანა ჩვენს მეგობრებამდე, პარტნიორებამდე და ამ სამიტში მონაწილეობა ამ კუთხითაც იყო მნიშვ...

ირაკლი კობახიძე

1739433605

ახალი ამბები

ვატო შაქარიშვილი: ტრამპი და პუტინი ევროპის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ - სად არის ამ დროს ევროკავშირი?

„ტრამპი და პუტინი ევროპის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ევროკავშირი კი, შეუქცევადად აგრძელებს თვითლიკვიდაციის რეჟიმში ყოფნას, რაც საქართველოსთან დაკავშირებული...

ვატო შაქარიშვილი

1739432246

ახალი ამბები

„ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნების იმედი არ ჰქონდეს“ - Politico

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ რუსეთის მიერ დაპყრობილი ყველა ტერიტორიის დაბრუნების იმედი არ ჰქონდეს. ამის შესახებ Politico წერს. „ტრამპმა დაუყ...

 ზელენსკიმ რუსეთის მიმართ ტრამპის რიტორიკა შეაქო