ვატო შაქარიშვილი: ტრამპი და პუტინი ევროპის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ - სად არის ამ დროს ევროკავშირი?
„ტრამპი და პუტინი ევროპის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ევროკავშირი კი, შეუქცევადად აგრძელებს თვითლიკვიდაციის რეჟიმში ყოფნას, რაც საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციით კიდევ ერთხელ დასტურდება“, - ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ვატო შაქარიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საზოგადოება გაიაზრებს - რას გადაარჩინა მმართველმა გუნდმა ქვეყანა.
„ტრამპი და პუტინი ევროპის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ - სად არის ევროკავშირი…? ევროკავშირში, გვარამიასა და გირჩი (შარვალჩახდილ) ჯაფარიძესთან ერთად რეზოლუციაზე მუშაობენ, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმურ პრეზიდენტად უნდა გამოაცხადონ. ეს უსაზღვრო არაადეკვატურობის მაგალითი ერთ-ერთი მიზიეზია იმისა, რომ ევროკავშირი დღეს აღარ არის საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტი, სრულად არის დაკნინებული და ევროპის ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხებს ისე განიხილავენ აშშ და რუსეთი, რომ მაგიდასთან ევროკავშირის ლიდერების ყოფნა აზრადაც კი არ მოსდით.
ევროპის ეს უმძიმესი მდგომარეობა, ბრიუსელის ბიუროკრატიის და წევრი ქვეყნების ხელისუფლებების შეშლილი პოლიტიკის შედეგია. ლგბტ იდეოლოგიით ქრისტიანობის ჩანაცვლებამ, უკონტროლო მიგრაციამ, ულიდერობამ და აშშ-ის წინა ადმინისტრაციის ვასალობამ მიიყვანა ევროპა დეგრადაციის ამ ნიშნულამდე. საქართველოს ჩათრევაც სურდათ მათივე ხელით გათხრილ სამარეში და ამისთვის ყველანაირი მეთოდი გამოიყენეს. ახლა მაინც გავიაზრებთ სათანადოდ, რას გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის, მმართველი გუნდის და ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის გონიერებამ და სიმტკიცემ. იმედია დავაფასებთ, რომ ქვეყნის პოლიტიკას ბიძინა ივანიშვილი წარმართავდა, რომელმაც უდიდესი მასშტაბის ზეწოლის მიუხედავად არ წაიყვანა საქართველო იმ გზით, რომელიც ზუსტად იცოდა, რომ სრულ კატასტროფამდე მიგვიყვანდა. იმედია ახლა მაინც დავრწმუნდებით, რომ ევრო-ატლანტიკური ისტერია სასწრაფოდ უნდა დავასრულოთ და ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების დესაკრალიზაცია საბოლოოდ მოვახდინოთ. ყველას გვახსოვს, როგორ გვიკიჟინებდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები, ასევე მათი ქართველი აგენტები, რომ უკრაინა იმარჯვებდა და ჩვენ ამ „გამარჯვების” ნაწილი უნდა გავმხდარიყავით, წინააღმდეგ შემთხვევაში „შესაძლებლობების ღია ფანჯარა” დაიხურებოდა…
სად არის ეს გამარჯვება?! სად არის დამარცხებული რუსეთი? რა რეალობა გვაქვს დღეს…? არ დაგძრახავდით მხოლოდ იმიტომ, რომ წინასწარ ამის განჭვრეტის ნიჭი და უნარი არ აღმოგაჩნდათ, მაგრამ ყველაფერს რომ აკეთებდით იმ ადამიანისთვის და გუნდისთვის ხელი შეგეშალათ, რომელმაც მოსალოდნელი შედეგი წინსწარ ათასჯერ დაგიღეჭათ, ამის გამო პასუხს ნამდვილად გაგებინებთ! თუ რა შედეგი დადგა, შეგიძლიათ თქვენივე სამშობლოს პრეზიდენტის წერილში ამოიკითხოთ, რომელიც პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოაქვეყნა - აშშ და რუსეთი მჭიდრო თანამშრომლობაზე თანხმდებიან! პრეზიდენტები ურთიერთ-ვიზიტებს გეგმავენ! უკრაინის ომის დასრულების პირობებს ევროკავშირის და ევროპის დიდი ქვეყნების ლიდერების გარეშე განიხილავენ! ამ დროს, უკრაინა განადგურებულია!!! აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გერმანიიდან განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დაივიწყოს 2014 წლის საზღვრების აღდგენა! რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება არარეალისტურია…! თქვენ ყველაფერს აკეთებდით, რომ ამ გარანტირებული ტრაგედიის ნაწილი ყოფილიყო საქართველო, მაგრამ დღეს ჩვენი ქვეყანა ამაყია, რომ მსოფლიო პოლიტიკის ახალი ტრენდის ნაწილია, რომელიც ათწლეულების ვადით განსაზღვრავს გეოპოლიტიკას. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამ ტალღას კი არ ავყევით, არამედ მეტიც, ჩვენ წამოვიწყეთ. ერთდროულად პრაგმატული და ღირსეული ქმედებების დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო მნიშვნელოვანი, პატივსაცემი და სანდო პარტნიორის სახელს იმკვიდრებს.
ევროკავშირი კი, შეუქცევადად აგრძელებს თვითლიკვიდაციის რეჟიმში ყოფნას, რაც საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციით კიდევ ერთხელ დასტურდება“, - წერს ვატო შაქარიშვილი.
1739440505
ახალი ამბები„მოქალაქეს, რომელიც 12 წლის წინ პატარა იყო, ჰგონია, ბოროტ ზღაპარს უყვები, ფაქტებზე დაფუძნებით უნდა შევქმნათ დოკუმენტი, ვინ და როგორ მართავდა ქვეყანას 2003-2012 წლებში“ - თეა წულუკიანი
„ჩვენი მიზანი უნდა იყოს ისტორიისთვის შტრიხების შემატება, ფაქტებზე დაფუძნებით უნდა შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც ისტორიას დარჩება“, - ამის შესახებ „2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმია...
1739438679
ახალი ამბები„ოპოზიციას აქვს შიში, რადგან კარგად უწყიან საკუთარი დანაშაულების თაობაზე, მაქსიმალურად შეეცდებიან, გამოძიებას თავი აარიდონ“ - ირაკლი კობახიძე
„ოპოზიციას აქვს შიში გამომდინარე იქიდან, რომ მათ კარგად უწყიან საკუთარი დანაშაულების თაობაზე, შესაბამისად, მათთვის საფრთხის შემცველია ეს გამოძიება, რომელიც წარიმართება“, - ამის შესახებ საქართველოს პრე...
1739437461
ახალი ამბები„სალომე ზურაბიშვილი არის ქართული პოლიტიკის მძიმე წარსული და ჩანაწერები, რასაც ვხედავთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ეს ხაზს უსვამს ევროპარლამენტში არსებულ ტრაგიკულ მდგომარეობას“ - ირაკლი კობახიძე
„სალომე ზურაბიშვილი არის ქართული პოლიტიკის მძიმე წარსული, ასეთი ჩანაწერები, რასაც ვხედავთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და ეს ხაზს უსვამს ევროპარლამენტში არსებულ ტრაგიკულ...
1739436693
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი მსოფლიო მთავრობათა სამიტზე დასრულდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დუბაიში დასრულდა. მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო მთავრობათა სამიტში, ასევე ღონისძიების ფარგლებში გამართა ორმხრივი შეხვედრები როგორც პო...
1739434617
ახალი ამბები„დავასრულეთ გლობალურ მთავრობათა სამიტში მონაწილეობა, ეს ფორმატი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მიგვეტანა ჩვენს პარტნიორებამდე“ - ირაკლი კობახიძე
„დავასრულეთ გლობალურ მთავრობათა სამიტში მონაწილეობა, ეს ფორმატი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მიგვეტანა ჩვენს მეგობრებამდე, პარტნიორებამდე და ამ სამიტში მონაწილეობა ამ კუთხითაც იყო მნიშვ...