ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რეალურია, რომ ეკონომიკური ზრდის წლევანდელმა მაჩვენებელმა 10%-ს გადააჭარბოს

აბსოლუტურად რეალურია, რომ ეკონომიკური ზრდის წლევანდელმა მაჩვენებელმა 10 პროცენტს გადააჭარბოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკა იზრდება და გასული წელს 9-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

„ეკონომიკა იზრდება, ჩვენ ძალიან დადებითი მაჩვენებლით დავასრულეთ გასული წელი 9-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა წლის განმავლობაში. იმედი გვაქვს, რომ სულ მცირე გავიმეორებთ იგივე შედეგს მომავალ წელსაც. შარშანდელი მაჩვენებელი იყო შარშანწინდელზე უფრო მაღალი. 2023 წელს ჩვენმა ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7,8 პროცენტი და შარშანწინდელს გადააჭარბა შარშანდელმა მაჩვენებელმა. გვინდა, რომ წლევანდელი მაჩვენებელი იყოს კიდევ უფრო მეტად მაღალი, რისი პერსპექტივაც არსებობს. იანვრის თვე არის საკმაოდ მაღალი ეკონომიკური თვალსაზრისით და კიდევ უფრო გავააქტიურებთ პროცესებს წლის განმავლობაში, შესაბამისად, აბსოლუტურად რეალურია ის, რომ წლევანდელმა ზრდის მაჩვენებელმა 10 პროცენტს გადააჭარბოს.

წინასწარი საბიუჯეტო საპროგნოზო მაჩვენებელი არის 6 პროცენტი, თუმცა თქვენ იცით, რომ ყოველთვის სერიოზულად ვაჭარბებდით ხოლმე წინასწარ მაჩვენებელს, მათ შორის, სავალუტო ფონდის წინასწარ მაჩვენებელს, შესაბამისად, 9 პროცენტზე უფრო მაღალი ზრდა არის რეალური მაჩვენებელი, დანარჩენი ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, რეგიონულ პროცესებზე, თუმცა 9 პროცენტზე მაღალი ზრდა 2025 წელს, ეს არის აბსოლუტურად რეალური“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737640726

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

2025 წლის 23 იანვარს, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რობერტ გერშნერთან” – ამის შესახებ ინფორმაცი...

მაკა ბოჭორიშვილი

1737638535

ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე განცხადებას ავრცელებს. წიქვაძე გიორგი ბაჩიაშვილის დღევანდელ განცხადებას პასუხობს. „მსურს, საზოგადოებისთვის განმარტ...

თეიმურაზ წიქვაძე

1737637839

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8627 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8612 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ვალუტის კურსი

1737637179

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: Julius Baer-ისა და Credit Suisse-ის ქმედება, არათუ ირიბად, არამედ პირდაპირ ადასტურებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესთან გვაქვს, რომლის მიღმა გლობალური ომის პარტია დგას

„ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დავას, ჩრდილით მიჰყვება პოლიტიკური ხაზი, რაც ამ დავის რეალურ მიზეზს წარმოადგენს“,- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ფილოსოფოს ზაზა შა...

დავით ჩიხელიძე

1737635569

ახალი ამბები

ცესკო: „სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებულ სტრუქტურულ რეორგანიზაციას უწყების დისკრედიტაციისთვის იყენებს

„სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებულ სტრუქტურულ რეორგანიზაციას უწყების დისკრედიტაციისთვის იყენებს, - აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „დღეს, არასამთავრობო ო...

საარჩევნო ადმინისტრაცია ცესკო