იტალიაში 19 ქართველი ქალი ყალბი დოკუმენტების ფლობის ფაქტზე დააკავეს
პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების შენახვისა და დამზადების საქმეზე, იტალიაში დააკავეს 19 ქართველი ქალი, რომლებიც მომვლელად მუშაობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც გამოცემა Avvenire წერს, დაკავება არალეგალურ ემიგრაციასთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა, რა დროსაც, 12 სხვადასხვა პროვინციაში 52 ობიექტი შემოწმდა.
შედეგად, გამოვლინდა, რომ ყალბი დოკუმენტები საზღვარგარეთ მზადდება, შემდეგ კი, მსურველებს 600 ევროს სანაცვლოდ გადაეცემა.
„ოპერაცია სამართალდამცველებმა უდინეს პროკურორის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად განახორციელეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
არსებული ცნობით, ქართველ ქალებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ეწერათ, რომ იყვნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, კერძოდ, სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან და ლიეტუვიდან.
„ამ გზით, მათ შრომის ბაზარზე თავისუფლად შეეძლოთ სააგენტოების დახმარებით მიეღოთ სამსახური. ისინი სარგებლობნენ მართვის უფლებით, საგადასახადო და სამედიცინო სერვისებით - როგორც ევროკავშირის მოქალაქეები, შემდეგ კი, გადაადგილდებოდნენ სხვადასხვა პროვინციაში, სადაც მარტივად შეეძლოთ სამსახურის პოვნა“, - წერს გამოცემა.
არსებული ცნობით, დაკავებები განხორციელდა ქალაქებში: უდინე, ვენეცია, ტურინი, ფლორენცია, ლეჩე და სხვა, რა დროსაც, სამართალდამცველებმა 36 ყალბი დოკუმენტი ამოიღეს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.
1737982792
ახალი ამბებიEmaar ჯგუფის დამფუძნებელი: ორი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელება ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, მახარებს ის, რასაც ვგრძნობ საქართველოში, ეკონომიკური სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა
უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის უდიდესი პატივია 30-წლიანი გამოცდილება გავუზიაროთ ურბანული განვითარების სფეროში ჩვენს ქართველ პარტნიორებს თბილისსა და ბათუმში, - ამის შესახებ Emaar ჯგუფის დამფუძნებელმა და მ...
1737981893
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული პოლიტიკური ჯგუფ...
1737980622
ახალი ამბებითეა წულუკიანი: ხმამაღლა გავიმეორებთ, რომ არ იგეგმება ახალი არჩევნები, სააკაშვილის გათავისუფლება, საქართველოს დელეგაცია არ დაეთანხმება არავითარ სადამსჯელო ღონისძიებას ევროსაბჭოს მხრიდან
„დღეს ხმამაღლა გავიმეორებთ, რომ არ იგეგმება არანაირი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, სააკაშვილის გათავისუფლება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა სტრასბურგში...
1737979291
ახალი ამბებიპრემიერი დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე: ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუმცა ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობას და ჩვენი ხალხის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე
ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობას და საზოგადოების, ჩვენი ხალხის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში,...
1737978066
ახალი ამბებიარაბთა გაერთიანებულ საამიროებში ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება
საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიცია - დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, - თანამშრომლობის მემორანდუმ...