კვორუმის არარსებობის გამო საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელი სხდომა ჩაიშალა

კვორუმის არარსებობის გამო საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელი სხდომა ჩაიშალა.
„ბიურო უმრავლესობის მხრიდან შეგნებულად ჩაიშალა, რისი მიზეზიც იყო ოპოზიციის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენა“, - უთხრა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
„ჩვენმა პატივცემულმა ოპონენტებმა გადაწყვიტეს, პროცედურული მექანიზმების გამოყენებით მაქსიმალურად გაეწელათ დრო. ჩვენც ამას დავუპირისპირეთ ის, რომ არ მოვახდინეთ ბიუროს სხდომისთვის რაიმე განსაკუთრებული მოქმედება და შეიძლება ითქვას, შეგნებულადაც ბიუროს სხდომა ჩავარდა კვორუმის არარსებობის გამო“, - განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძე ამბობს: „საზოგადოებას ვერ მოვატყუებთ, რომ ვცადეთ და ბიურო ვერ ჩავატარეთ, პირიქით, ჩვენი მხრიდან ასეთი მცდელობა არ ყოფილა. რამდენიმე დეპუტატი ინსტიტუტის პატივისცემის ნიშნად გამოვცხადდით, მაგრამ ბიურო შეგნებულად არ ჩატარდა. ეს იყო ჩვენი მხრიდან პოლიტიკური სვლა ოპოზიციის საპასუხოდ, რომელმაც გადაწყვიტა, დროის გაწელვის გზით, პროცედურული გზით, რაღაცნაირად შემაფერხებელი ნაბიჯები გადაედგა ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე“.
მისი თქმით, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ოპოზიციის მიერ ალტერნატივის სახით წარმოდგენილი კანონპროექტი არის ინსპექტორის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის ანალოგი. სიტყვასიტყვით იგივეა. ოპოზიციას თავისი კანონპროექტი კი არ წარმოუდგენია, ინსპექტორის კანონპროექტი წარმოადგინა. ოპოზიციას შეეძლო, თუნდაც, პროცედურული ომისთვის და დროის გაწელვისთვის საკუთარი ალტერნატიული კანონპროექტი წარმოედგინა, თუმცა სუსტი პროექტი წარმოადგინა. ოპოზიციას სურდა, პროცედურული ომი, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ფრაქცია "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" ალტერნატიული საკანონმდებლო პროექტი უნდა დარეგისტრირებულიყო.
ასევე საინტერესოა:
1741073722
მსოფლიოდონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ - The Hill
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დარელ ისამ განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერ, დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენს. ამის შესახებ გამოცემა The Hill-ი კონგრესმენის პოსტზ...
1741073286
ახალი ამბებიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. ახალი საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს გააკეთა. „მივიღეთ გადაწყვეტილ...
1741071610
მსოფლიოიაპონიაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანებულია სულ მცირე 84 სახლი
იაპონიაში, უკვე ერთი კვირაა, ტყის ხანძარს ებრძვიან. ქალაქ ოფუნატოს ტყეში დამწვარია 2 100 ჰექტარი. მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, დაღუპულია ერთი ადამიანი, სულ მცირე 84 სახლია დაზიანებული, ხოლო 1 200...
1741070616
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მი...
1741067507
ახალი ამბები„ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც სტიქიამ დააზარალა, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება“ - გიორგი ურუშაძე
„რეგიონის მასშტაბით, ყველა პროცესი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ინტენსიურ საგანგებო რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ. მისი თქ...