მარკო რუბიო: უკრაინაში ომი, შესაძლოა, რამდენიმე კვირაში დასრულდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინაში ომი, შესაძლოა, რამდენიმე კვირაში დასრულდეს.
რუბიოს თქმით, ამერიკულ მხარეს სურს გაიგოს, ომის დასასრულებლად რა კომპრომისებზე შეიძლება წავიდეს როგორც მოსკოვი, ასევე კიევი.
„პრეზიდენტ ტრამპს სურს ამ ომის დასრულება. ის მიიჩნევს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა და რომ ამ ომს მასშტაბური ნგრევა მოჰყვა. ვფიქრობ, ყველა გახარებული უნდა იყოს, რომ ტრამპი მშვიდობის პრეზიდენტია. გვყავს ლიდერი, რომელსაც ომების დასრულება სურს და არა დაწყება, თუმცა საქმე გვაქვს ომთან და ორივე მხარე უნდა დავსვათ მოლაპარაკების მაგიდასთან. დავიწყოთ რუსეთით და ვკითხოთ, დაინტერესებული არის თუ არა კონფლიქტის დასრულებით. ევროპაში, რომ დაელაპარაკო ხალხს, იქ ამ კითხვაზე გიპასუხებენ, რომ პუტინს ომის დასრულება არ სურს.
რეალურად მოსკოვი მზად არის ომი გარკვეული პირობებით დაასრულოს, თუმცა ეს პირობები ჯერ არ განგვიხილავს. ეს მოხდება შემდგომ ეტაპზე და ცხადია, ზუსტად იგივე კითხვით მივმართავთ უკრაინასაც. ომს ვერ დავასრულებთ, თუ ორივე მხარე არ შეთანხმდება. ამას შესაძლოა დღეები ან კვირები დასჭირდეს, თუმცა ჩვენ პროცესს დავიწყებთ. რატომ გააკრიტიკებს ვინმე პრეზიდენტ ტრამპს ომის დამთავრების გამო, რომელიც დაჯდა მილიარდობით დოლარი, ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
1740489523
ახალი ამბებიპიტერ სიარტო: ევროკავშირის მიდგომა საქართველოს მთავრობისადმი უსამართლოა, ბრიუსელში სძულთ ყველა პატრიოტი მთავრობა
„ძალიან უსამართლოა ევროკავშირის მიდგომა საქართველოსადმი და საქართველოს მთავრობისადმი, რასაც ძალიან მარტივი მიზეზი აქვს – ბრიუსელში ყველა პატრიოტი, კონსერვატიული, მემარჯვენე მთავრობა სძულთ“, - ამის შეს...
1740488960
ახალი ამბებირა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8168 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8153 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1740487078
საზოგადოებამამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ორი-სამი დღით მაინც დაანებონ თავი მავნებლობას და ნუ დააპანიკებენ ადამიანებს, რომლებიც ყოველ წუთს ელოდებიან იმედით დახმარებას სახელმწიფოსგან და ეს დახმარება მიდის ყველა ოჯახში, სადაც თეორიულ დონეზეც კი შესაძლებელია
სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ თითოეულ ოჯახში შევიდეს, თითოეულ ოჯახთან მივიდეს და ეს დიდი პრობლემები შეუმსუბუქოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დასავლეთ საქართველო...
1740486907
ახალი ამბები„ძალიან მასშტაბურია სტიქია, თუმცა სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეულ ოჯახთან მივიდეს და შეუმსუბუქოს პრობლემები“ - მამუკა მდინარაძე
„ძალიან მასშტაბურია სტიქია, თუმცა სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეულ ადამიანთან და თითოეულ ოჯახთან მივიდეს და რაღაცნაირად შეუმსუბუქოს მას სტიქიისგან გამოწვე...
1740485648
ახალი ამბებიგაზი 100%-ით აღდგენილია და ელექტროენერგია ნაწილობრივ, ახლა იწმინდება შიდა გზები, რათა ადამიანები დავაკავშიროთ ცენტრალურ გზას - ოზურგეთის მერიის წარმომადგენელი დაბა ურეკში
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ერთვებიან, შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. მთავრობის...