ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი - უკრაინაში ომი პროვოცირებული იყო და ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რუსების მიერ

ომი არ უნდა მომხდარიყო, ის იყო პროვოცირებული და ეს არ ნიშნავს აუცილებლად, რომ პროვოცირებული იყო რუსების მიერ, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ ვიტკოფმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სტივ ვიტკოფის თქმით, მიმდინარეობდა საუბრები ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი საუბრობდა ამის შესახებ და ეს გახდა საფრთხე რუსეთისთვის.

„ასე რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს ფაქტი და ეს არის რეალური ფაქტები ადგილზე. რუსები მიუთითებდნენ, რომ ამას პასუხს გასცემდნენ. იყო არსებითი მოლაპარაკებები, რომელიც ცნობილია სტამბოლის პროტოკოლის სახელით. ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით შეთანხმების ხელმოწერასთან და ვფიქრობ, ამ ჩარჩოს გზამკვლევად გამოყენება უკრაინას და რუსეთს შორის მშვიდობის მისაღწევად, შესანიშნავი იქნება. პრეზიდენტს ესმის, რომ შეთანხმებები მაშინ იდება, როდესაც ის კარგია ყველა მხარისთვის. სწორედ ამ გზაზე ვართ“, – განაცხადა სტივ ვიტკოფმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740483714

მსოფლიო

მარკო რუბიო: უკრაინაში ომი, შესაძლოა, რამდენიმე კვირაში დასრულდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინაში ომი, შესაძლოა, რამდენიმე კვირაში დასრულდეს. რუბიოს თქმით, ამერიკულ მხარეს სურს გაიგოს, ომის დასასრულებლად რა კომპრომისებზე შეიძლება წავიდე...

 მარკო რუბიო

1740481452

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი - რუსეთს აქვს უამრავი იშვიათი მინერალი, რომელიც აშშ-ს სჭირდება და ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის

რუსეთს აქვს უამრავი იშვიათი მინერალი, რომელიც აშშ-ს სჭირდება და ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ამერიკელებს სჭირდებათ იშ...

აა

1740481109

საზოგადოება

რა ვითარებაა გზებზე? - განახლებული ინფორმაცია

ქვეყნის მასშტაბით რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მაგისტრალებისა და შიდასახელმწიფოებრივი გზების წმენდისთვის მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ინტენსიურად იწმინდება გზები და იყრება...

რა ვითარებაა გზებზე?

1740480127

ახალი ამბები

დავით ნარმანია: „ენერგო პრო ჯორჯია“ და „სოკარ ჯორჯია გაზი“ ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, რეგიონებში, სადაც უხვმა ნალექმა ელექტროენერგიისა და გაზსადენის ინფრასტრუ...

დავით ნარმანი

1740479733

მსოფლიო

პუტინი: ზელენსკი ტოქსიკური ფიგურა გახდა, ის აუცილებლად წააგებს არჩევნებს თუ უხეში გაყალბება არ მოხდა

კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თავისი ამერიკელი კოლეგის, დონალდ ტრამპის მცდელობა გააუმჯობესოს პოლიტიკური ვითარება უკრაინაში, უფრო მოგებიანი უკრაინისთვის არის, ვიდრე რუსეთის ფედერაციისთ...

ვვბ