დიმიტრი პესკოვი - რუსეთს აქვს უამრავი იშვიათი მინერალი, რომელიც აშშ-ს სჭირდება და ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის

რუსეთს აქვს უამრავი იშვიათი მინერალი, რომელიც აშშ-ს სჭირდება და ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ამერიკელებს სჭირდებათ იშვიათ მიწათა ლითონები. ჩვენ ბევრი გვაქვს. ჩვენ გვაქვს საკუთარი გეგმები სტრატეგიული რესურსების განვითარებისთვის, მაგრამ აქ თანამშრომლობის საკმაოდ ფართო პერსპექტივებია“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
პესკოვის თქმით, კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, ეკონომიკური შეთანხმებების დადებამდე.
„დღის წესრიგში შემდეგი საკითხი არის უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხი და შემდეგ, რადგან თავად ამერიკელებმაც ისაუბრეს ამაზე, დადგება დრო, განვიხილოთ შესაძლო პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია სავაჭრო, ეკონომიკურ და საინვესტიციო თანამშრომლობასთან“, – აღნიშნა პესკოვმა.
აშშ-ის გეოლოგიური კვლევის მონაცემების თანახმად, ჩინეთის, ბრაზილიის, ინდოეთისა და ავსტრალიის შემდეგ რუსეთს მსოფლიოში მეხუთე ადგილი უკავია იშვიათი მინერალების მარაგების მხრივ.
შეგახსენებთ, რომ აშშ და უკრაინა აწარმოებენ მოლაპარაკებებს 500 მილიარდი დოლარის იშვიათ მინერალებთან დაკავშირებით. ტრამპის თქმით, ეს გარიგება საკმაოდ ახლოს არის დასრულებასთან.
1740490173
ახალი ამბებიოზურგეთში მცხოვრები გულიკო დოლიძე და მისი 3 შვილიშვილი უვნებლად იმყოფებიან და დახმარებას არ საჭიროებენ
ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივის“ ინფორმაციით, ოზურგეთში, სოფელ ზედა ბახვში მცხოვრებ გულიკო დოლიძესა და მის 3 მცირეწლოვან შვილიშვილს დაუკავშირდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ქალბატონი და მცირეწლოვანი ბავშ...
1740489523
ახალი ამბებიპიტერ სიარტო: ევროკავშირის მიდგომა საქართველოს მთავრობისადმი უსამართლოა, ბრიუსელში სძულთ ყველა პატრიოტი მთავრობა
„ძალიან უსამართლოა ევროკავშირის მიდგომა საქართველოსადმი და საქართველოს მთავრობისადმი, რასაც ძალიან მარტივი მიზეზი აქვს – ბრიუსელში ყველა პატრიოტი, კონსერვატიული, მემარჯვენე მთავრობა სძულთ“, - ამის შეს...
1740488960
ახალი ამბებირა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8168 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8153 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1740487078
საზოგადოებამამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ორი-სამი დღით მაინც დაანებონ თავი მავნებლობას და ნუ დააპანიკებენ ადამიანებს, რომლებიც ყოველ წუთს ელოდებიან იმედით დახმარებას სახელმწიფოსგან და ეს დახმარება მიდის ყველა ოჯახში, სადაც თეორიულ დონეზეც კი შესაძლებელია
სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ თითოეულ ოჯახში შევიდეს, თითოეულ ოჯახთან მივიდეს და ეს დიდი პრობლემები შეუმსუბუქოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დასავლეთ საქართველო...
1740486907
ახალი ამბები„ძალიან მასშტაბურია სტიქია, თუმცა სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეულ ოჯახთან მივიდეს და შეუმსუბუქოს პრობლემები“ - მამუკა მდინარაძე
„ძალიან მასშტაბურია სტიქია, თუმცა სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეულ ადამიანთან და თითოეულ ოჯახთან მივიდეს და რაღაცნაირად შეუმსუბუქოს მას სტიქიისგან გამოწვე...