ლევან მაჭავარიანი: ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია, დარჩენილები არიან ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრების იმედზე

„რა თქმა უნდა, ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ხედავთ, ისინი დარჩენილები არიან რაღაც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრების იმედზე, მიხაილ როთის და ა.შ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

დეპუტატი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტმა სენატორ ჯიმ რიშს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მისი თქმით, ეს აშშ-ის შიდა საქმეებია და ამას საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მინიმუმ გასაკვირია, „დიფ სთეითის“ ასეთი ღია წარმომადგენელი [სენატორი ჯიმ რიში] ბატონმა ტრამპმა ასეთი სიტყვებით მოიხსენია, ოღონდ ეს, რა თქმა უნდა, აშშ-ის შიდა საქმეებია და ეს აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის, არც საქართველოსთან და არც გარე სამყაროსთან.

რიში კენჭს იყრის ერთ-ერთ შტატში და შესაბამისად, ბატონ დონალდ ტრამპს აწყობდა ამ განცხადების გაკეთება, ვინაიდან მისი შანსები გაეზარდა. ეს არის აშშ-ის შიდა საქმეები, რატომ აწყობდა, რა თქმა უნდა, ეს ბატონმა ტრამპმა იცის მხოლოდ.

სიმართლე გითხრათ ეს ჩვენთვის ცოტა გასაკვირია, რომ ბატონი ტრამპი ღიად უპირისპირდება „დიფ სთეითს“ და ამის ფონზე „დიფ სთეითის“ ერთ-ერთ თვალსაჩინო აქტორს წარმატებას უსურვებს თვითონ აშშ-ში“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742818753

ახალი ამბები

წყნეთის გზატკეცილზე ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

 ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები გრძელდება. ტერიტორიაზე, ფერდის სტაბილიზაციის მიზნით, უკვე მოწყობილია 836 ანკერი. აღნიშნული სამუშაო...

წყნეთი

1742817760

ახალი ამბები

პიტერ სიიარტო: საქართველო ევროკავშირის მიერ ორმაგი სტანდარტების გამოყენების ნათელი მაგალითია - ჩვენ ამას არ დავუშვებთ

 უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ ორმაგი სტანდარტების გამოყენების ნათელ მაგალითს წარმოადგენს. „საქართველო არის ნა...

მაკა ბოჭორიშვილი

1742817675

საზოგადოება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად იმსჯელა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ...

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტ

1742816781

საზოგადოება

კახა კალაძე: ხაზარაძე-ჯაფარიძეს სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში თავიანთი როლი ჰქონდათ, ამიტომ ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს

 დედაქალაქის მერის განცხადებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიძიოს, მათ შორის, ბიზნესის ნაწილში. როგორც მან ჟურნალის...

კახა კალაძე

1742813326

ახალი ამბები

კახა კალაძე ოპოზიციაზე: რა გადაწყვეტილებაც უნდათ, ის მიიღონ - გინდ ჩაერთონ არჩევნებში, გინდ - არა

 თბილისის მერის განცხადებით, მიიღებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხა...

კახა კალაძე