წყნეთის გზატკეცილზე ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

 ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები გრძელდება.

ტერიტორიაზე, ფერდის სტაბილიზაციის მიზნით, უკვე მოწყობილია 836 ანკერი. აღნიშნული სამუშაოები უახლოესი დღეებში დასრულდება და ხიმინჯოვანი კედლის მშენებლობა დაიწყება. სულ მოეწყობა 56 ხიმინჯი.

მიმდინარე პროექტს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„წყნეთის გზატკეცილზე ფერდის გარკვეული მონაკვეთი დაძრული იყო, რაც გადაადგილებას საფრთხეს უქმნიდა. შესაბამისად, დავიწყეთ მისი გამაგრება. პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულებულია. ეს იყო დატერასება, გრუნტის ზედმეტი მასის მოხსნა და ფერდის ჩამოწმენდა. ამჟამად მიმდინარეობს ანკერების მოწყობა. აქვე მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ძალიან მალე მოგვიწევს ერთ ზოლზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა, სამუშაოების ბოლო ეტაპის წარმოებისთვის. გზის პირას განთავსებული ბლოკები მოიხსნება და მოეწყობა ბეტონის კედელი. ვფიქრობთ, რომ პროექტი მაისის ბოლოს მთლიანად დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის მიხედვით, წყნეთის გზატკეცილზე, დაახლოებით, 950 ანკერი, ფოლადის ბადე და ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8,5 მლნ ლარი დაიხარჯება.

ფერდის გამაგრების სამუშაოებს, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, მაისის ბოლოს დასრულდება, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742975835

საზოგადოება

სოზარ სუბარი: ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარი უკვე შემოსული იყო, ასევე კოდორის ხეობაზე უკვე შეტევა დაწყებული იყო და ჩვენი ჯარი ტოვებდა ხეობას, მოსახლეობის გაფრთხილება არ მომხდარა და 80-მდე ადამიანი არის მოკლული

ამ დღეებში, ჩვენ მოწვეული გვყავს არაერთი ადამიანი, ექსპერტები, თანამდებობის პირები, ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებსაც არაერთხელ უთქვამთ და ეჭვი მაქვს, აქაც იმავეს იტყვიან, რომ როდესაც ოკუპაცია უკვ...

სოზარ სუბარი

1742975666

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკ...

ნარკოტიკი

1742973716

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 26-27 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 26-27 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს. ქ. თბი...

ამინდი

1742973582

საზოგადოება

პაატა დავითაია: 2008 წელს ოპოზიცია აყენებდა საკითხს კომისიის შექმნაზე. პარლამენტში მაშინდელი ძალთა გადანაწილება არ იძლეოდა საშუალებას, უმრავლესობის კეთილი ნების გარეშე შემდგარიყო საგამოძიებო კომისია

2008 წელს, როდესაც საბრძოლო მოქმედებები მორჩა, ძალიან სერიოზულ დონეზე იდგა საკითხი, რამდენიმე მიმართულებით დაწყებულიყო ამ საკითხის გამორკვევა. პირველ რიგში, ეს იყო იმდროინდელი ოპოზიციის მოთხოვნა, რომე...

პაატა დავითაია

1742972136

საზოგადოება

„ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრის მარიამ გერსამიას ორგანიზაციის - „მედიახმა“ - კვლევის პრეზენტაციას საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გახსნის

„ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრის მარიამ გერსამიას ორგანიზაციის - „მედიახმა“ - კვლევის პრეზენტაციას საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გახსნის. თბილისში 26 მარტს „მედიახმა“ კვლევას სახელწ...

 მარიამ გერსამია