ირაკლი კირცხალია: ბალტიის ქვეყნებს ალბათ დაავალეს, უსამშობლოების საშუალებით ახალი დირექტივები გატარდეს, რომ აქაურ განულებულ აგენტურას პოლიტიკური საკენკი მისცენ

„ბალტიის ქვეყნებს ალბათ დაავალეს, რომ უსამშობლოების საშუალებით ახალი დირექტივები გატარდეს, რათა აქაურ განულებულ აგენტურას პოლიტიკური საკენკი მისცენ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ ბალტიისპირეთის ქვეყნებში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით პირველ არხს განუცხადა.
ამასთან, კირცხალიას თქმით, სირცხვილია, როცა ბალტიის ქვეყნები საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებას ცდილობენ.
„ბალტიის ქვეყნები უკრაინა-რუსეთის ომის შემდეგ ძალიან აქტიურები არიან – მოწოდებებით და ანტისამთავრობო აქციებზე გამოსვლებით გამოირჩევიან. სამწუხაროდ, ევროპარლამენტის სტრუქტურებში წამყვან პოზიციებზე არიან და სირცხვილია, როცა ეს ქვეყნები საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებას ცდილობენ. რუსეთის ასეთი რა შიში აქვთ, ნატოს წევრი ქვეყნები არიან. რა შიშიც არ უნდა ჰქონდეთ, მათი ქმედებები თუ განცხადებები რომელ მორალთან არის ახლოს? ამ ყველაფრის მერკანტილური მიზნებიც აშკარა და ნათელია. ომის შემდეგ ერთ-ერთი პირველი სავაჭრო პარტნიორები არიან რუსეთთან“, - აცხადებს კირცხალია.
1742978956
საზოგადოებაილია თოფურია: ქვემსუბუქ წონაში ტიტულის შენარჩუნება ჩემი მხრიდან ეგოისტური საქციელი იქნებოდა, მსოფლიო ჩემპიონი ვარ და ამის დასამტკიცებლად ქამარი არ მჭირდება
UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ ესპანურ მედიასთან ისაუბრა, თუ რატომ დათმო უბრძოლველად საკუთარი დივიზიონის ქამარი და მსუბუქ დივიზიონში გადავიდა. „65 კგ-მდე წონის დაკლებას აღარ ვაპირებ....
1742978619
საზოგადოებამიხეილ ქარელი: ის, რაც 2008 წელს მოხდა, სრულიად შესაძლებელი იყო, მომხდარიყო 2004 წელს, რომ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძლიერი წინააღმდეგობა სააკაშვილის მიმართ - მან უზრუნველყო კონფლიქტის ზონაში დეესკალაცია
„ბოლო შეხვედრა მახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილთან, როდესაც მას ისეთი რიტორიკა, ისეთი საუბარი ჰქონდა, რომ თითქოს, ყველაფერი შეთანხმებული იყო უკვე, ხვდებით ალბათ, რას ვგულისხმობ, ანუ დიდ სახელმწიფოებს შორის...
1742977659
საზოგადოება2004-2007 წლებში სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ ქარელი: სააკაშვილმა პირადად მითხრა, რომ ერგნეთის ბაზრობა უნდა დაიხუროს, საერთოდ გახსენებაც აღარ უნდა და მისი გადაწყვეტილება შესრულებული იქნა იმ კუთხით, რომ ერგნეთის ბაზრობა სრულიად გაუქმდა
2004-2007 წლებში სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში, მიხეილ ქარელმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვი...
1742976821
ახალი ამბებიძუძუს კიბოს სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტების დაფინანსება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება
„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეთა მხარდაჭერას სხვადასხვა სახის პროგრამით ვახორციელებთ, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამაა. ამ მიმართ...
1742975835
საზოგადოებასოზარ სუბარი: ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარი უკვე შემოსული იყო, ასევე კოდორის ხეობაზე უკვე შეტევა დაწყებული იყო და ჩვენი ჯარი ტოვებდა ხეობას, მოსახლეობის გაფრთხილება არ მომხდარა და 80-მდე ადამიანი არის მოკლული
ამ დღეებში, ჩვენ მოწვეული გვყავს არაერთი ადამიანი, ექსპერტები, თანამდებობის პირები, ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებსაც არაერთხელ უთქვამთ და ეჭვი მაქვს, აქაც იმავეს იტყვიან, რომ როდესაც ოკუპაცია უკვ...