„მსგავსი ქმედება აზარალებს ფეხბურთს და ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, აღნიშნული შემთხვევა, შესაძლოა, უეფას მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს“ - ლევან კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია,  ამავე ორგანიზაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებას ავრცელებს, რომელიც 23 მარტს, საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულებისას მომხდარ ინციდენტს ეხება. 

„მადლობა ჩვენი ნაკრების ერთგულ გულშემატკივარს, რომელმაც „დინამო არენაზე“ მთელი მატჩის განმავლობაში საუცხოო ატმოსფერო შექმნა. თქვენი უდიდესი მხარდაჭერა ნამდვილად იგრძნობოდა სტადიონზე და, ტრადიციულად, უდიდეს მოტივაციას აძლევდა გუნდს. რისთვისაც, მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა. თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტი, როდესაც მაყურებლის მცირე ნაწილი სტადიონზე შეიჭრა და უსიამოვნო ფაქტს ჰქონდა ადგილი, როგორც მოედანზე, ისე სტუმართა გუნდის ტრიბუნასთან.

მიუღებელია მსგავსი ქმედება სტუმარი გუნდის ქომაგის მიმართ. ამ სრულიად მიუღებელი ქმედების გამო, შევურაცხყვეთ როგორც სტუმარი გუნდის გულშემატკივარი, ისე საშუალება არ მიეცა ჩვენს ნაკრებს, ერთგულ ქომაგებთან ერთად ეზეიმა გამარჯვება.

მსგავსი ქმედება აზარალებს ფეხბურთს და ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. აღნიშნული შემთხვევა, შესაძლოა, უეფას მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს, შესაბამისად, დააზარალოს ჩვენი ნაკრები და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი.

მადლობა სტუმართა გუნდს და ასევე მათ გულშემატკივარს, რომლებმაც როგორც თბილისში, ისე ერევანში მეგობრული გარემო შექმნეს. ასევე განსაკუთრებული მადლობა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და ჩვენ კოლეგებს უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის. ორ ქვეყანას შორის ახლო ურთიერთობის სპორტულ კავშირს ასევე ადასტურებს საქართველო-სომხეთის ერთობლივი განაცხადი, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის მასპინძლობაზე. იმედი მაქვს, როგორც საქართველო, ისე სომხეთი, 2029 წელს 20 წლამდე ნაკრებთა ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი იქნება.

ფეხბურთი გვაერთიანებს და ქმნის წარმატებას. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი საფეხბურთო ნაკრების თითოეულ წევრს, გუნდის სრულ შემადგენლობას, სამწვრთნელო შტაბს, რომლებმაც პლეი-ოფის ორივე შეხვედრაში საოცარი თავდადება და გამარჯვებულის მენტალიტეტი გამოავლინეს“, – აღნიშნულია კობიაშვილის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742926252

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე სანქციებთან დაკავშირებით ოპოზიციის მადლობაზე: ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რაც ქართველი ხალხის ინტერესში არ არის

ადამიანები საუბრობენ სანქციებთან დაკავშირებით, სანქციებს აწესებენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, რომ როდესაც ამ სანქციებს აწესებენ, ამას დამაშინებელი ეფექტი უნდა ჰქონდეს. ვერ შეგვაშინებენ და ვერ დაგვ...

არჩილ გორდულაძე

1742924150

ახალი ამბები

პაატა სალია: იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია საპროტესტო მუხტი, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანებს დატრენინგების, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ესკალაცია

 იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია საპროტესტო მუხტი, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანებს დატრენინგების, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ესკალაცია და დესტაბილიზაცია, - გან...

სალია

1742922159

ახალი ამბები

პარლამენტში სპორტში მოღვაწე ქალების და სპორტულ აქტივობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრა გაიმართა

 პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ინიციატივით, ქალთა ისტორიის თვის კამპანიის ფარგლებში, პარლამენტში, სპორტში მოღვაწე ქალების და სპორტულ აქტივობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრა გაიმა...

წილოსანი

1742920523

მსოფლიო

ირანი მიესალმება სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების პროექტის შეჯერებას და მხარეებს დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერისკენ მოუწოდებს

ირანი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის ტექსტის შეთანხმებას და მხარეებს დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ირანის საგარეო სა...

სეიედ აბას არაგჩი

1742920353

საზოგადოება

ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა

 ეროვნული სტატისტიკური სამსახურებისა და გაეროს Comtrade პლატფორმის მონაცემების თანახმად, ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ლატვიამ ჩაანაცვლა გერმანი...

არაყი