ლევან მგალობლიშვილი იტალიის ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.
აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ და ელჩმა ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში გამოფენილი აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზი დაათვალიერეს.
შეხვედრის ოფიციალურ ნაწილში ლევან მგალობლიშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე და ადგილობრივი მოსახლეობის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული დაბრუნების საკითხზე და პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
ელჩმა თავის მხრივ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იტალიის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.
მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო კუთხით, სამომავლო, ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრას საქართველოში იტალიის საელჩოს წარმომადგენელი ალესია ბერტაჯია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი დავით მორგოშია ესწრებოდნენ.
1743244982
ახალი ამბებილევან მახაშვილი: საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას იკვეთება, რომ მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას
„საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას იკვეთება, რომ მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას“,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა აგვისტო...
1743244203
მსოფლიოდღეს მზის ნაწილობრივ დაბნელებას ელოდებიან
2025 წელი უნიკალურია ასტრონომიული მოვლენების თვალსაზრისით. კერძოდ, მოიცავს ორ სრულ მთვარის დაბნელებას და ორ ნაწილობრივ მზის დაბნელებას. დღეს მზის ნაწილობრივ დაბნელებას ელოდებიან. მთვარე დაფარავს მზის...
1743241966
ახალი ამბებიპაპუაშვილი: პარლამენტთან ერთი ადამიანი დააკავეს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ლიდერი, რომელიც 3 წლის წინ იყო ორგანიზატორი აქციის, სადაც ითხოვდნენ, საქართველოს ხელისუფლებას მეომრები გაეგზავნა უკრაინაში და ომში ჩართულიყო
დღეს ერთი ადამიანი დააკავეს, რომელსაც ეჭირა ბანერი ანწუხელიძის გვარით . ეს ადამიანი არის ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ლიდერი, რომელიც სამი წლის წინ იყო ორგანიზატორი აქციის, სადაც ითხოვდნენ, რომ საქართველ...
1743240933
ახალი ამბებიგიორგი ვაშაძე: ქუჩაში აპოლიტიკური ადამიანები არ დგანან
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოდკასტში „ორ ცეცხლს შუა“ სტუმრობისას განაცხადა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც აქციებზე, ქუჩაში, აპოლიტიკური ადამიანები დგანან. მისი თ...
1743239106
მსოფლიოზელენსკი: უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად მიიღო აშშ-გან წიაღისეული რესურსების შესახებ შეთანხმების ვერსია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ დღეს ოფიციალურად მიიღო შეერთებული შტატებისგან წიაღისეული რესურსების შესახებ შეთანხმების ვერსია. „რამდენიმე ხნის წინ ვიცე-პრემი...