მაკა ბოჭორიშვილი: სერიოზულად ვერ აღვიქვამ რეზოლუციას, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ არ აღიარებს არჩევნებს
![](https://exclusivetv.org/uploads/files/2025/02/08/25346/maka-bochorishvili_w_h.jpeg)
„სერიოზულად ვერ აღვიქვამ რეზოლუციას, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არ აღიარებს არჩევნებს“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აბსურდული ჩანაწერებით ცდილობს ევროპარლამენტი ადგილი დაიმკვიდროს ბრიუსელის ინსტიტუტებს შორის.
„ძალიან რთულია რაიმე სერიოზული კომენტარი გააკეთო იმ რეზოლუციებზე, რასაც ევროპარლამენტი იღებს ამ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსთან დაკავშირებით. სათვალავიც აგვერია მერამდენე რეზოლუცია. მგონი, ყოველ მეორე თვე საქართველოს შესახებ არის რეზოლუციები, არასავალდებულო ხასიათის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს უნდა ითქვას და მეორე, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ამას ვამბობ, საღი აზრის ნაკლებობა ჩანს ამ ინსტიტუტებში, რომელი ინსტიტუტებიც შექმნილია და ბრიუსელში ფუნქციონირებს ევროკავშირის სახელით.
ძალიან სამწუხარო რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებში ვხდებით ისეთ აბსურდულ ჩანაწერებს, როგორსაც ვხედავთ და ამ აბსურდული ჩანაწერებით ცდილობს ევროპარლამენტი ადგილი დაიმკვიდროს ბრიუსელის ინსტიტუტებს შორის.
სერიოზულად ვერ აღვიქვამ რეზოლუციას, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არ აღიარებს არჩევნებს, თურმე არ აღიარებს საქართველოს მოსახლეობის 54%-ის ხმას, არ ყოფილა ეს ადამიანები სათვალავში ჩასათვლელი და ამას საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან.
ჩვენ ხომ ვიცით რასაც ემსახურება მსგავსი განცხადებები და რეზოლუციები. ამ განცხადებებსა და რეზოლუციებზე დაფუძნებით აშენებენ პოლიტიკურ დღის წესრიგს საქართველოში ოპოზიცია რომ ჰქვია ის პოლიტიკური ძალები, მათ სხვა საერთოდ არაფერი არ გააჩნიათ. ერთადერთი რაც გააჩნიათ, არის აი, ესე გადმოგდებული მაშველი რგოლებით რაღაც განცხადებების და რეზოლუციების სახით, რასაც მერე ცდილობენ წარმოაჩინონ თითქოს ამით წყება და მთავრდება საქართველოს აწმყო თუ მომავალი. არც ამით არ იწყება და არ ამით მთავრდება. საღ აზრს მოკლებულია ის დოკუმენტები რასაც ჩვენ ვხედავთ. ძალიან სამწუხაროა ეს და ვერ საქართველოს ევროინტეგრაცია ვერ დამთავრდება და დაიწყება ამ რეზოლუციებით რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტის მხრიდან მიღებულს.
ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ ევროპარლამენტში მსგავსი დოკუმენტები მიიღება, რომელიც აბსოლუტურად არის საფუძველს მოკლებული და საერთოდ არაფერი კავშირი არ აქვს რეალობასთან და ამით ხდება პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა საქართველოში. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ ევროპარლამენტში მსგავსი დოკუმენტები მიიღება, რომელიც აბსოლუტურად არის საფუძველს მოკლებული და საერთოდ არაფერი კავშირი არ აქვს რეალობასთან და ამით ხდება პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა საქართველოში“, - აღნიშნავს მაკა ბოჭორიშვილი.
1739455176
მსოფლიოაშშ-ში უამინდობის გამო თვითმფრინავი, რომელშიც 27 ადამიანი იმყოფებოდა, ასაფრენ ბილიკს გასცდა
აშშ-ში, ლამბერტ სენტ-ლუის საერთაშორისო აეროპორტში, უამინდობის გამო, თვითმფრინავი, რომელშიც 27 ადამიანი იმყოფებოდა, ასაფრენ ბილიკს გასცდა. მედიის ცნობით, GoJet Airlines-ის თვითმფრინავი United Regional...
1739453203
მსოფლიო„ვიდრე ტრამპი და პუტინი მშვიდობაზე მოლაპარაკებას აწარმოებენ, ევროკავშირის ოფიციალური პირები უაზრო განცხადებებს აკეთებენ, ვერ მოითხოვ ადგილს მოლაპარაკების მაგიდასთან, უნდა მოიპოვოთ ის“ - ორბანი
„ვიდრე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებას აწარმოებენ მშვიდობაზე, ევროკავშირის ოფიციალური პირები უაზრო განცხადებებს აკეთებენ“, - ასე ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორ...
1739452204
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8157 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8089 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1739450079
ახალი ამბები„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო: ჩვენი აზრით, სამწუხაროდ, ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია
„როგორც პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ გამარჯვებას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროპასაც ვუსურვებთ, რომ თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ მავნე ზეგავლენას. ჩვენ ამ ბრძოლაში პატრიოტი ევროპელების მხა...
1739449103
ახალი ამბებიბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი მამუკა მდინარაძეზე: რამდენიმე საქმეზე ემუქრებოდნენ, ამ ხალხის დაცვას თავი დაანებე, თორემ დაგიჭერთო - არავინ მიუტოვებია, მათ შორის მეც! ბოლომდე დამიდგა გვერდით ნაცების წინააღმდეგ ბრძოლაში
ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თაობაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაზარალებული შოშიაშვილი წერს, მამუკა მდ...