"მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" - თეონა აქუბარდია

თეონა აქუბარდია პარტია „სტრატეგია აღმაშენებელს“ ტოვებს, ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, რამდენიმე წუთის წინ, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“, თუმცა ვრჩები საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეფორმების შემადგენლობაში, სადაც  პარტია "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად წარმოდგენილია "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი და დამოუკიდებელი დეპუტატი. პარლამენტის წევრი „სტრატეგია აღმაშენებლის“ სიით გავხდი, თუმცა  რაიმე პარტიული თანამდებობა პარტიაში არ მქონია დაკავებული.

ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პარლამენტის წევრი აქტიურად უნდა იყოს ჩართული საპარლამენტო მუშაობაში სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად, განსაკუთრებით კი ქვეყნისთვის უაღრესად კრიტიკულ დროს, როდესაც საკითხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ევროპული რეკომენდაციების განხორციელებას ეხება.

შესაბამისად,  ჩემი ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში "სტრატეგია აღმაშენებელის"  დისტანცირებით საპარლამენტო მუშაობისგან, რამაც არაერთხელ გამოიწვია განსხვავებები ჩემსა და პარტიის პოზიციებს შორის.

ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის და ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატის სრულყოფილად განხორციელების  მიზნით გადავწყვიტე გავხდე დამოუკიდებელი დეპუტატი და გავაგრძელო აქტიურად მუშაობა  საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან და  ოპოზიციურ სპექტრთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის.

გულწრფელ წარმატებებს ვუსურვებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის თითოეულ წევრს და მის ლიდერ გიორგი ვაშაძეს",-წერს, თეონა აქუბარდია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"შემძრა ამ ამბავმა… ლაღი იყო ვიდრე შვილის ტრაგედია არ დაატყდა ოჯახს, ვერ ვიჯერებ, მშვიდობით ირაკლი, ნათელში იყავი" - ეკა ბესელია ირაკლი ხახუბიას ემშვიდობება

🔵კაცს, რომელმაც ბავშვები ხილის უნებართვოდ მოკრეფის გამო, პლასტმასის მილით სცემა, სასამართლომ 5 წლით პატიმრობა და 2000 ლარის ჯარიმა შეუფარდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1739361648

ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში საზღვრის კვეთის გამარტივებული პროცედურა ამოქმედდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში საზღვრის კვეთის გამარტივებული პროცედურა (E-GATE) ამოქმედდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ქართულ და მალაიზიუ...

 მალაიზიაში საზღვრის კვეთა

1739359491

ახალი ამბები

„ზელენსკის ოჯახმა მილიონები იშოვა უკრაინის დანგრევის ხარჯზე და გმირად გამოაცხადეს, ხოლო, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მშვიდობისთვის ყველაფერი დათმო და დემოკრატიის მტრად აცხადებენ“ - ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება ევროპარლამენტართა მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზე მსჯელობას. ქადაგიძის თქმით, ზელენსკის ოჯახმა და გარემოცვამ მილიონები იშოვა, საკუთარი მოქალ...

ზურაბ ქადაგიძე

1739358226

ახალი ამბები

„საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში“ - ლევან მახაშვილი

„საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც საერ...

ლევან მახაშვილი

1739356263

ახალი ამბები

„ყველა ქვეყანა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, იცავს თავისი ქვეყნის ინტერესს - ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი“ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, პირველ რიგში, ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესებს გაატარებს, თუმცა, პარალელურად, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის მზადაა. ამი...

პოლიტიკოსი

1739355899

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: როცა „გამჭვირვალობა - საქართველო“ ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობს, ნამდვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კორუფციის აღქმის ახალ ინდექსს აქვეყნებს, რაც ადასტურებს ბრიუსელის ორმაგ სტანდარტს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში 2024 წლის კორუფციის აღქმის გლობალური ინდექსის კვლევის შედეგებს ეხმიანება. პაპუაშვილის თქმით, მაშინ, როცა ზოგიერთი ბრიუსელელი ჩინოვნ...

პოლიტიკა