"მომხმარებლის რაღაც რაოდენობას აქვს შეგრძნება, რომ ტარიფი გაიზარდა" - "თელმიკოს" წარმომადგენლის განმარტება დენის ტარიფის ზრდაზე

კომპანია „თელმიკოს“ კლიენტთა მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელმა, თეა ნოზაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ მოსახლეობას დენის ტარიფის ზრდის განცდა აქვს.

„მოსახლეობის ძირითადი უკმაყოფილება ეხება იმას, რომ გაიზარდა დავალიანება, ანუ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობას აპროტესტებენ.

დავალიანება გამომდინარეობს იქიდან, თუ რა ჩვენებაც არის მრიცხველზე.

მრიცხველის ჩვენების დაფიქსირებას ახდენს კომპანია „თელასი“, რომელიც გვაწვდის ჩვენ ამ ინფორმაციას, მოხმარებულ კილოვატებზე და ჩვენ სემეკის დადგენილების შესაბამისად განვსაზღვრავთ უკვე შესაბამის ტარიფს, ვაფორმირებთ ლარს, ქვითარს და ვაწვდით მომხმარებელს.

ძირითადად, ეს უკმაყოფილება უსაფუძვლო აღმოჩნდება ხოლმე და აქედან გამომდინარე, მომხმარებელს ვთხოვთ, სანამ მოგვმართავს, თუ იცის, სად მდებარეობს მისი მრიცხველი, შეუძლია, თვითონვე გადაამოწმოს მრიცხველის ჩვენების შესაბამისად  ფიქსირდება თუ არა ის ჩვენება.

არის ერთი შემთხვევა, როდესაც ჰგონიათ, რომ ტარიფი გაიზარდა, რეალურად გვიკავშირდებიან და ვუხსნით, რომ დეკემბერში თანხა არ გაქვთ გადახდილი და ამან გამოიწვია, თორემ თვიური მოხმარება არ გაზრდილა.

და არის კიდევ მეორე მომენტიც, როდესაც მომხმარებლის რაღაც რაოდენობას აქვს ამის შეგრძნება“, – ამბობს თეა ნოზაძე.

მისი თქმით, არ გამორიცხავენ, რომ შეიძლება, ჩვენება არასწორად იყოს დაფიქსირებული.

600 000-ზე მეტი მომხმარებელი გვყავს და შესაძლებელია, ჩვენება არასწორად იყოს დაფიქსირებული.

ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამ ჩვენების საფუძველზე, რომელსაც „თელასი“ გვაწვდის, განვახორციელოთ დარიცხვა. ყველას შეუძლია, მოგვმართოს ნებისმიერ საკითხზე“, – აღნიშნავს თეა ნოზაძე.

თეა ნოზაძის განმარტებით, ორი ქვითარი მხოლოდ დეკემბერში იყო. ამის შემდეგ ჩვენება ყოველი თვის ბოლო 4 დღეში წაიკითხება.

სხვა სიახლეები:

🔳 "ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტის ღირებულება არა 150, არამედ 40 ლარია" - კალაძე ერთ-ერთ მედიასაშუალებას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

🔳 საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიასპორის წარმომადგენლებისთვის სამი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741543285

საზოგადოება

კახეთში 14 წლის გოგომ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა

უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო. შემზარავი ისტორია ამით...

დანაშაული

1741543032

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა.  დეპუტატის თქმით, გენდერი...

ლევან მაჭავარიანი

1741538557

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ

„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...

ბაჩო ოდიშარია.  

1741534941

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე

 რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...

ირაკლი კირცხალია

1741532232

სპორტი

ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება

ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...

თიშიშვილი