მთავრობის სხდომაზე 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია დამტკიცდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია დამტკიცდა.

მათივე ცნობით, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

"ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული 2022-2030 წლების სტრატეგიის მიზანი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა ავადობისა და დაინვალიდების ტვირთის შემცირებაა.

სამოქმედო გეგმის მიხედვით, მნიშვნელოვანია ექვსი სტრატეგიული ამოცანის შესრულება, ესენია:

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მხარდაჭერა და მათი ოჯახების კეთილდღეობის უზრუნველყოფა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებების დაცვა და სტიგმის შემცირება, ხარისხიანი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების საცხოვრებელთან მაქსიმალურად ახლოს მიწოდება, ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში ადიქციის მქონე პირთა მკურნალობის ხელშეწყობა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში ადამიანური რესურსების განვითარება, ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის რეგულირება, მართვა, კონტროლი და ფინანსური რესურსების უზრუნველყოფა.

სტრატეგიის განხორციელების შედეგად როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას, გაგრძელდება დიდი ზომის ფსიქიატრიული დაწესებულებების ნაცვლად მცირე, სათემო სერვისების განვითარების პროცესი", – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები:

🔳 „არ შევეგუებით 2007 წლის ხელფასებს 2022 წელს!“ - სოციალური აგენტები ქვეყნის მასშტაბით გაიფიცნენ (ვიდეო)

🔳 ემიგრანტების უკანონო გადაყვანა - ევროპოლმა საქართველოს, პოლონეთის, უკრაინისა და ტუნისის მოქალაქეები დააკავა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741790185

ახალი ამბები

მარიამ ლაშხმა გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიასა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ყოველწლიურ საპარლამენტო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა 10-12 მარტს, ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW)...

მარიამ ლაშ

1741788989

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ

მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ო...

ლევან მაჭავარიან

1741785744

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7775 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7894 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...

ვალუტის კურსი

1741784754

ახალი ამბები

გორში მანქანა ქვეითს დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა

გორში, წმინდაწყალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება ს...

პოლიცია

1741783883

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ხაზარაძემ იმგვარად უჩივლა ჩვენს ქვეყანას, რომ მისი სარჩელი რომ დაეკმაყოფილებინა პარიზის საარბიტრაჟოს, ბიუჯეტიდან 1,5 მლრდ დოლარი თავის ჯიბეში მიჰქონდა

მამუკა ხაზარაძემ იმგვარად უჩივლა ჩვენს ქვეყანას, რომ მისი სარჩელი რომ დაეკმაყოფილებინა პარიზის საარბიტრაჟოს, მას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან 1,5 მლრდ დოლარი თავის ჯიბეში მიჰქონდა, - განაცხადა ფრაქცია „ქა...

ლევან მაჭავარიანი