ნათია თურნავა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მსხვილ ინვესტორებს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მსხვილ ინვესტორებს შეხვდა. ვენაში, Raiffeisen Bank-ის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას 25-ზე მეტი საინვესტიციო ფონდის წარმომადგენელი ესწრებოდა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა როგორც საქართველოში წარმოდგენილ, ისე პოტენციურ ინვესტორებს ქვეყანაში არსებული სტაბილური მაკროეკონომიკური ვითარებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
ნათია თურნავამ ინვესტორებთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფინანსურ სტაბილურობის განმტკიცებასა და დოლარიზაციის შემცირების წარმატებულ პოლიტიკაზე, რაც ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისა და საფინანსო სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„ამ შეხვედრაში მონაწილეობდა 25-ზე მეტი ინსტიტუციური ტიპის ინვესტორი, ფონდები, სხვადასხვა საინვესტიციო ჯგუფები, რაც მეტყველებს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი მაღალია და ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მიმზიდველ ადგილად რჩება ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ეროვნული ბანკი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
ინვესტორებთან შეხვედრაში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე მონაწილეობდა.
1737008226
მსოფლიოჯო ბაიდენი: აშშ-ში ოლიგარქია ყალიბდება, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოვალური კაბინეტიდან მოსახლეობისთვის გამოსამშვიდობებელი მიმართვისას აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან ქვეყანა ოლიგარქიის წინააღმდეგ. „დღეს ამერიკაში ჩნდება ოლიგარქია,...
1737005835
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის ვიზიტზე: „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებმა აუხსნეს მათ, თუ რა არის რეალობა და სიმართლე
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის დელეგაციის ვიზიტზე ისაუბრა. „მიუხედავად იმისა, რომ „ნა...
1737004183
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი - სამწუხაროდ, მივეჩვიეთ მძიმე შეფასებებს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ჩვენ ვერ გვაპატიეს, რომ წითელ ხაზებს არ ვკვეთთ, ვრჩებით ამ პოზიციაზე და ვატარებთ ფრთხილ პოლიტიკას
„სამწუხაროდ, ჩვენ მივეჩვიეთ მძიმე შეფასებებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან 2022 წლის თებერვლიდან და რატომღაც, ეს ზუსტ თანხვედრაშია იმ თარიღთან, როდესაც უკრაინაში ეს ტრაგედია დაიწყო“, – ამის...
1736974304
ახალი ამბებიარაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ-დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში ერთ თვეს გაატარებენ
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ-დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში ერთ თვეს გაატარებენ. როგორც საელჩოში ა...
1736972444
მსოფლიობაიდენი: ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების მიღწევა არის არა მხოლოდ „ჰამასზე“ უკიდურესი ზეწოლის და ირანის დასუსტების, არამედ დაუღალავი და შრომატევადი ამერიკული დიპლომატიის შედეგი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას ადასტურებს. „ეს არის არა მხოლოდ „ჰამასზე“ უკიდურესი ზეწოლის, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტისა და ირანის...