სახალხო დამცველი: 300 ათასი ხმის გაყალბებას რა ინფრასტრუქტურა სჭირდება და ეს რასთან არის დაკავშირებული, ჩემთვის ძალიან ცხადია და ამიტომ ბოდიშით და ასეთ რაღაც ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს არ ვიჯერებ
მე პოზიციას ნამდვილად შევიცვლიდი, დღემდე რომ მენახა გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება. ასეთი მტკიცებულება მე არ მინახავს. 100 ათასი ადამიანი, რომლებსაც ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, დღემდე ამ ადამიანებიდან ჩემთან არცერთი არ მოსულა.
300 ათასი ხმის გაყალბებას რა ინფრასტრუქტურა სჭირდება და ეს რასთან არის დაკავშირებული, ჩემთვის ძალიან ცხადია და ამიტომ ბოდიშით და ასეთ რაღაც ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს არ ვიჯერებ. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია, - განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საპარლამენტო არჩევნების თაობაზე გადაცემაში „დღის ამბები“.
მისივე თქმით, მან ვერ მიიღო ინფორმაცია ვერცერთი პარტიისგან და არასამთავრობო ორგანიზაციისგან იმ მასშტაბის გაყალბების თაობაზე, რომელიც გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე. მანვე აღნიშნა, რომ თუკი არსებობს ასეთი მტკიცებულებები, პირველ რიგში, უნდა მიაწოდონ საზოგადოებას.
„მე არ მაქვს მანდატი, რომ არჩევნებს დავაკვირდე. მე არჩევნებს არ დავკვირვებულვარ, 3 000 უბანზე მე არ მყოლია წარმომადგენელი, მაგრამ დღემდე ვისაც ჰყავდა წარმომადგენლები და ვისაც ჰქონდა ასეთი საშუალება, მათ მიერ, ჩემი აზრით, არ არის წარმოდგენილი ისეთი მყარი მტკიცებულებები გაყალბების შესახებ, რომელიც მათქმევინებდა, რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა, ან 100 ათას ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა. ეს არის ჩემი პოზიცია. არჩევნების წინა პერიოდიდან დაწყებული, როდესაც ყოველ კვირას განცხადებას ვაკეთებდით, რომ თუ ადგილი აქვს თქვენს მიმართ რაიმე ტიპის საარჩევნო უფლების შეზღუდვას, ან იგივე ამ პირადობებთან დაკავშირებით თუ არის რამე პრობლემა, მოგვმართეთ, მოიტანეთ, ჩვენ თუ არა სხვაგან, ამის შესახებ საჯაროდ გააკეთეთ განცხადება. დღემდე რომ ასეთი მტკიცებულება, რომელიც ამ მასშტაბის გაყალბებას, თორემ ცალკეული შემთხვევები როგორ არ იყო და პირდაპირ ეთერშიც ვნახეთ ხომ, აქ ხომ საუბარი არის მასშტაბზე, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, რომ არჩევნების შედეგები გადაიხედოს, ანუ გავლენა მოახდინოს.
ყველა პარტიას და თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას ჩვენ პირადად დავუკავშირდით და ვთხოვეთ, მოეწოდებინათ ინფორმაცია. არავინ არ მომაწოდა ინფორმაცია. ვთქვათ, ჰქონდათ, მაშინ რატომ არ დაწერეს 3 000 უბანზე 11-ზე მეტი საჩივარი გაყალბების შესახებ? თუ ჰქონდათ, იქ არ იყვნენ მთელი დღის განმავლობაში? გაყალბების შესახებ რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა, თუ ასეთი მტკიცებულებები არსებობს, პირველ რიგში, მე კი არ უნდა მომაწოდონ, თუნდაც მეც მომაწოდონ, საზოგადოებას უნდა მიაწოდონ. საზოგადოებას ვეკითხები - მაჩვენეთ მაშინ ეს მასალები, მტკიცებულებები და კი ბატონო, თქვენთან ერთად დავჯდები და ვიტყვი, რომ ეს ასეა ეს ასეა, მაგრამ, ვთქვათ, მე არ მენდობიან, ვისაც ენდობიან, იმას მიაწოდონ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
1737012528
ახალი ამბებიმარნეული-სადახლოს გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როგორც 24news.ge-ი იტყობინება, ერთმანეთს „ოპელის“ და „ტოიოტა პრიუსის“ მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად ადგილზე...
1737010115
მსოფლიოდიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა. ის უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიდი ბ...
1737008226
მსოფლიოჯო ბაიდენი: აშშ-ში ოლიგარქია ყალიბდება, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოვალური კაბინეტიდან მოსახლეობისთვის გამოსამშვიდობებელი მიმართვისას აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან ქვეყანა ოლიგარქიის წინააღმდეგ. „დღეს ამერიკაში ჩნდება ოლიგარქია,...
1737005835
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის ვიზიტზე: „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებმა აუხსნეს მათ, თუ რა არის რეალობა და სიმართლე
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის დელეგაციის ვიზიტზე ისაუბრა. „მიუხედავად იმისა, რომ „ნა...
1737004183
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი - სამწუხაროდ, მივეჩვიეთ მძიმე შეფასებებს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ჩვენ ვერ გვაპატიეს, რომ წითელ ხაზებს არ ვკვეთთ, ვრჩებით ამ პოზიციაზე და ვატარებთ ფრთხილ პოლიტიკას
„სამწუხაროდ, ჩვენ მივეჩვიეთ მძიმე შეფასებებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან 2022 წლის თებერვლიდან და რატომღაც, ეს ზუსტ თანხვედრაშია იმ თარიღთან, როდესაც უკრაინაში ეს ტრაგედია დაიწყო“, – ამის...