ლევან ცუცქირიძე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე: ანგარიშვალდებულებას ვგრძნობთ ამ საკითხთან მიმართებით, ამიტომ, ამაზე მსჯელობა გვექნება

„ჩვენ პოლიტიკაში მოვედით იმისთვის რომ ისეთი პოლიტიკური პარტია შევქმნათ, რომელიც მართლა დემოკრატიული, ანგარიშვალდებული იქნება მხარდამჭერებთან, თანამოაზრეებთან, საზოგადოებასთანაც და რამდენადაც შევძლებთ იმდენად გახსნილი და ინკლუზიური პროცესი გვექნება ამაზე, დასამალი არაფერი გვაქვს, ყველა აზრს მოვისმენთ, მერე გადავწყვეტთ და როცა გადავწყვეტთ ამასაც ვიტყვით“,- ამის შესახებ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ თავმჯდომარემ, ლევან ცუცქირიძემ პარტია „გირჩის" იუთუბ არხზე გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“ განაცხადა, სადაც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ისაუბრა.
ცუცქირიძის განცხადებით, ყველა არგუმენტზე იფიქრეს და თქვეს, რომ „ეს არ არის ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება სამმა ადამიანმა მიიღოს პარტიაში.
მისივე განცხადებით გადაწყვეტილებები უნდა იყოს დემოკრატიული პროცედურის შედეგად მიღებული, შესაბამისად, ექნებათ მსჯელობა, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახალი პოლიტიკური პარტია ვართ და შეიძლება არ გამოვირჩევით ათეულ ათასობით წევრით ჯერ, მაინც თავს ანგარიშვალდებულად ვთვლით, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები უნდა იყოს დემოკრატიული პროცედურის შედეგად მიღებული და ამას მარტო პროცედურულად არ ვუყურებთ, ეს ხარისხზეც ახდენს ზეგავლენას, როდესაც შეგიძლია, განსხვავებული აზრები მოისმინო, შეაჯერო, იმსჯელო. ამიტომ, ამაზე შიდაპარტიული განხილვები, შიდაპარტიული დებატებიც კი გვქონდა.
გვექნება შიდაპარტიული კონფერენციები, სადაც სხვადასხვა მოსაზრებებს სხვადასხვა ადამიანებისგან, რომლებიც არ არიან პარტიის წევრები, მაგრამ მუშაობენ პოლიტიკის სხვადასხვა თემებზე, მათ შეხედულებებს მოვისმენთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევხვდებით ჩვენ მხარდამჭერებს, თანამოაზრეებს, ადამიანებს, რომლებიც გამოხატავენ მხარდაჭერას. ჩვენ ამ ანგარიშვალდებულებას ვგრძნობთ, მათ შორის, ამ საკითხთან [თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე] მიმართებაში, რომ ამ საკითხზე მივიღოთ არა რაღაც კლასიკური ქართული პოლიტსაბჭოს სხდომის ფარგლებში, არამედ ანგარიშვალდებულად, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად. ამიტომ, ამაზე გვექნება მსჯელობა, ყველა არგუმენტს გავივლით. ჩვენ თან არ გვაქვს ისეთი ფუნდამენტალისტური პოზიციები, რომ განსხვავებულ აზრს ვიღაცები მტრულად აღიქვამდნენ. ახლა ვართ ამ პროცესში. პირველი პოზიცია გითხარით, რაც ვფიქრობ, რომ არის უმჯობესი-ტოტალური ბოიკოტი. სხვა ვარიანტებზე გვაქვს მსჯელობა.
დემოკრატიული პარტია თავიდანვე თუ იღებს არჩევნებზე გადაწყვეტილებას არადემოკრატიული წესით, ვიღაც ხალხი დაჯდა, მოილაპარაკა და გამოაცხადა, მაგისთვის პოლიტიკაში არ მოვსულვართ. ჩვენ პოლიტიკაში მოვედით იმისთვის რომ ისეთი პოლიტიკური პარტია შევქმნათ, რომელიც მართლა დემოკრატიული პოლიტიკური პარტია იქნება, ანგარიშვალდებული მხარდამჭერებთან, წევრებთან, მეგობრებთან, თანამოაზრეებთან, თანამებრძოლებთან, საზოგადოებასთანაც და რამდენადაც შევძლებთ იმდენად გახსნილი და ინკლუზიური პროცესი გვექნება ამაზე, დასამალი არაფერი გვაქვს, ყველა აზრს მოვისმენთ, მერე გადავწყვეტთ და როცა გადავწყვეტთ ამასაც ვიტყვით“- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
1742967187
ახალი ამბებიპაატა სალია: ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო, აგვისტოს ომის გამოძიებაა
„ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო, აგვისტოს ომის გამოძიებაა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ. მისი თქმით, საგამოძიებო კომისიაზე გ...
1742965717
ახალი ამბები26 მარტს თბილისის უბნების ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 26 მარტს თბილისის ქუჩების გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუ...
1742933035
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით. ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რაც ქართველი ხალხის ინტერესში არ არის
„ადამიანები საუბრობენ სანქციებთან დაკავშირებით, სანქციებს აწესებენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, რომ როდესაც ამ სანქციებს აწესებენ, ამას დამაშინებელი ეფექტი უნდა ჰქონდეს. ვერ შეგვაშინებენ და ვერ და...
1742932803
მსოფლიოზელენსკი: ვფიქრობ, ამერიკული მხარე რუსებთან უკრაინის ტერიტორიებზე საუბრობს - ჩვენ გვაწუხებს, როდესაც ისინი ჩვენზე ჩვენ გარეშე რაღაცას განიხილავენ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ჯერ არ ჰქონია შეთანხმებები ტერიტორიებთან დაკავშირებით, თუმცა გასაგებია, რომ აშშ და რუსეთი ამ საკითხებს განიხილავენ. „ვფიქრობ, ამერიკუ...
1742931176
საზოგადოებაგუბაზ სანიკიძე ოპოზიციას: აიღეთ მაგალითი თუნდაც ჩემგან - მე როგორ გადავაბიჯე ჩემ თავს
წარსულების გახსენება არ ვარგა, იმიტომ, რომ თუ არ მოვეშვებით ამას, გასახსენებელი მეც ბევრი მაქვს, დავით აქუბარდიასაც და სხვებსაც, - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ, ტელეკომპანია „...