პატრიარქი: დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, აღვავლენთ ლოცვებს ემილიას, ანა-მარიას, ელენეს, ნიასა და სოფიოს უკვდავ სულთათვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს.

„ბატონ ვიტალი ჭოლარიასა და ქალბატონ ქრისტინე სორდიას, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში, თქვენს ოჯახში, მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა.

ერთდროულად ხუთ შვილთან გამოთხოვება მეტად მტკივნეული და რთული გადასატანია, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ადამიანი სულიერად, მაგრამ მაინც უნდა განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ; ეს განშორება კი დროებითია.

აღვავლენთ ლოცვებს ემილიას, ანა-მარიას, ელენეს, ნიასა და სოფიოს უკვდავ სულთათვის და შევთხოვთ უფალს, მოგანიჭოთ ნუგეში და ლოცვის ძალა“, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II სამძიმრის წერილში.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736232674

ჰოროსკოპი

„საქართველოში პოლიტიკოსის შვილს გაიტაცებენ, ან იქნება მისი სიკვდილი... ბანკზე თავდასხმა იქნება, ჩამოვარდება ვერტმფრენი“ - გოგა მანიას წინასწარმეტყველება

საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს ხოლმე. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთა...

გოგა მანია

1736229155

საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

7 იანვარს ქვეყნის მასშტაბით მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით აიწევს. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:   გაგრა +14 - უმეტესად მზიანი სოხუმი +14 - უმეტესად მზიან...

ააა

1736226882

საზოგადოება

რატომ აღვნიშნავთ შობას 7 იანვარს და ტრადიციები, რომელიც შობის დღესასწაულს უკავშირდება

ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. VI საუკუნემდე ადამიანები იულიუსის კალენდრით ცხოვრობდნენ, რომელიც იმპერატორმა იულიუს კეისარმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 46 წელს შემოიღო, მაგრა...

შობა

1736196171

ჰოროსკოპი

7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ამ დღეს შეგიძლიათ განსაკუთრებით მომხიბვლელი იყოთ, ამიტომ შესაფერისი დროა რომანტიკული ნაცნობობისა და პ...

ასტროლოგიური პროგნოზი

1736195255

ახალი ამბები

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს

 მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი, მათ შორის საქართველო დღეს, 7 იანვარსქრისტესშობის დღესასწაულს აღნიშნავს.   სახარების მიხედვით, იესო ბეთლემში, ნათლით გაბრწყინებულ გამოქვაბულში იშვა, სადაც უამინდობისას...

ააა