პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, მითვისებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაზარალებულს შესთავაზეს მის კომპანიაზე დარიცხული საგადასახადო დავალიანების შემცირების, საგადასახადო შეთანხმების გაფორმებისა და კომპანიის ხელმძღვანელი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაში დახმარება, რისთვისაც მას მოსთხოვეს 10 000 აშშ დოლარის გადახდა, რასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თითქოსდა ქრთამის სახით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთ მაღალი თანამდებობის პირს გადასცემდნენ. დაზარალებულმა ჯგუფის წევრებს 6 500 აშშ დოლარი გადასცა, რასაც ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ.
მოგვიანებით, თაღლითობის თაობაზე ცნობილი გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორისთვის. ამ უკანასკნელმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან მეგობრული და საქმიანი კავშირების გამო, არ მოახდინა სამართლებრივი რეაგირება ჩადენილ დანაშაულზე, რამაც დაზარალებული პირის და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ასევე, დაზარალებულის მხრიდან სამართალდამცველებისთვის შეტყობინების შიშით, თაღლითური ჯგუფის წევრებმა მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, ხსენებულ პატრულ-ინსპექტორს დაზარალებულისთვის დასაბრუნებლად 6 200 აშშ დოლარი გადასცეს, საიდანაც მან დაზარალებულს 4 800 აშშ დოლარი მისცა, ხოლო 1 400 აშშ დოლარი მიითვისა.
დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს, ბრალდება სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რა გელოდება დღეს? - 4 ნოემბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
1744574592
ახალი ამბებიქართველი მოჭიდავე ჯონი ხეცურიანი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჯონი ხეცურიანმა (67 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ხეცურიანმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თუ...
1744572129
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: როცა აუდიტის დასკვნა გამოქვეყნდა ამან გვაჩვენა, რომ სწორედაც ევროსტრუქტურების, ევროპული ფონდების დიდი ნაწილი დაფარულია და საზოგადოებისთვის უცნობია
ეს რეალობაა, ამ რეალობას დაუპირისპირდა ევროსტრუქტურა და გადაწყვიტა, რომ თავად ილაპარაკოს ამის თაობაზე, ვიდრე რაღაცა სკანდალური პროცესის შედეგად მოხდეს ამ ციფრების წარმოჩენა. ფაქტობრივად, ბევრი რამ შეი...
1744570231
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია გრანტების კანონზე: მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისთვის, რომ იყოს ბერკეტები, ფილტრი, რომ აქ არ შემოვიდეს ის ბინძური ფული, ბინძური მიზნებისთვის, რომელსაც აქაური აგენტურული ქსელი წარბშეუხრელად ასრულებს
მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისა და სუვერენიტეტისთვის, რომ იყოს მაქსიმალური შემზღუდავი ბერკეტები, მაქსიმალური ფილტრი, რათა აქ არ შემოვიდეს ის ბინძური ფული, იმ ბინძური მიზნებისთვის, რომელ...
1744567227
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: შუა დერეფნის პროექტი არის უდიდესი ეკონომიკური პროექტი, რომლის განხორციელება საქართველოს გარეშე ფიზიკურად არ ხდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის თქმით, შუა დერეფნის პროექტი არის ის რეალური და ხელშესახები მოცემულობა, რომლის განხორციელება საქართველოს გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია და ასეთ დროს მე...
1744566259
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: საქართველო აზერბაიჯანთან ერთად მთავარ როლს თამაშობს, ევროპისა და შუა აზიის დამაკავშირებელ ფუნქციას ორივე ერთად ვიტვირთავთ
„საქართველო აზერბაიჯანთან ერთად მთავარ როლს თამაშობს. ევროპისა და შუა აზიის დამაკავშირებელ ფუნქციას ორივე ერთად ვიტვირთავთ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების...