ქალის მკვლელობაში ბრალდებული, რომელსაც სოფელმა სახლი დაუწვა, წარსულში სავარაუდოდ, ბებიის გაუპატიურებისთვის იყო ნასამართლევი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში სახლი დაწვეს, რომელიც მკვლელობაში ბრალდებულს ეკუთვნის. 42 წლის კაცი, რომელსაც 68 წლის ქალის მკვლელობისთვის 15 წლიანი სასჯელი ემუქრება ახლა უსახლკაროცაა.
მამუკა მოკვერაშვილი წარსულშიც არაერთხელაა ნასამართლები.
„რუსთავი 2“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით სახლი მას სოფელმა სწორედ ბოლო უმძიმესი დანაშაულის გამო გადაუწვა. სოფელ ჯუგაანში რამდენიმე დღის წინ მომხდარი მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
არცერთ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არის. დუმს სოფელი და ჯერჯერობით დუმს გამოძიებაც, თუმცა ჯუგაანში შურისძიების ვერსიას არ გამორიცხავენ.
მედიის ცნობით, მამუკა მოკვერაშვილი ჯუგაანში ახალი დასახლებული იყო, ამიტომ ადგილობრივებს სავარაუდო მკვლელის შესახებ ბევრის თქმა არ შეუძლიათ. თუმცა, სოფელში აქვთ ინფორმაცია 42 წლის კაცის წარსულ, მძიმე დანაშაულზე.
"როგორც ამბობენ ადრე ნასამართლევი ყოფილა, როგორც თქვეს საკუთარი ბებია გაუპატიურაო," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „რუსთავი 2“ -თან საუბარში.
გამოძიების ინფორმაციით, 68 წლის ქალი საკუთარმა მეზობელმა მამუკა მოკვერაშვილმა სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში 29 იანვარს, საკუთარ სახლში მოკლა.
დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 42 წლის მამაკაცს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ასევე საინტერესოა:
🔵 კოვიდით გარდაცვლილი ქალის ქმარი აპირებს, რომ ცოლის შენახული კვერცხუჯრედით შვილი იყოლიოს
1741626100
საზოგადოებამამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე მიმართულებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს
„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების ფს...
1741625030
სპორტი23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
ტირანაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოსვლას ხვალიდან, 12 მარტიდან დაიწყებენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდი ალბანეთის დედაქალა...
1741621047
მსოფლიოკრემლი - რუსეთი და აშშ ურთიერთობების აღდგენის საწყის ეტაპზე არიან
„რუსეთი და შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის გზის საწყის ეტაპზე არიან, ეს გზა გრძელი იქნება“, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ჩვენ...
1741618565
მსოფლიოBild: აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება
აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს. „დონალდ ტრამპი აშანტაჟებს ზელ...
1741616542
საზოგადოებაგორში 80 წლამდე კაცი მოკლეს
გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ვოლოგდის დასახლებაში დღეს მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს....