„წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს“ - გამოხმაურებები სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე

„კარგია! “ - ასე გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომელიც მან დღეს დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე გააჟღერა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით დღეს, 10 დეკემბერს გაიმართა.
„წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ." - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პარტია „დროა“ -ს ლიდერი ელენე ხოშტარია მზაობას გამოთქვამს ჩაერთოს პრეზიდენტის ინიციატივაში.
„მე მზად ვარ ჩავერთო პრეზიდენტის გამოთქმულ ინიციატივაში.
გასაგებია, რომ ნდობა 0 -ზეა, გასაგებია, რომ პოლიტიკური დევნით, სუსით, არჩევნების მიტაცებით, შანტაჟით ეს არაფერი გამოვა. მაგრამ ყველანაირი კომპლექსის გარეშე მე მზად ვარ შანსი მიეცეს ამას და პროცესში გამოჩნდეს ვინ რაზეა რეალურად წამსვლელი.
პრეზიდენტის ხელშია შეწყალების ბერკეტი, მას შეუძლია პოზიციის დაფიქსირება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მედიაზე ზეწოლაზე, საკრებულოებზე და ასე შემდეგ“.
- წერს ელენე ხოშტარია ფეისბუკგვერდზე.
პარტია „ლელო“ -ს ლიდერი მამუკა ხაზარაძე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას მნიშვნელოვანს უწოდებს.
„მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა - საზოგადოებაში ფართო დიალოგის დაწყებისა და ქვეყნის ამ მძიმე ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობიდან გამოყვანის მცდელობის შესახებ.
დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, ერთი სამშობლო გვაქვს, ვალდებული ვართ მისი წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ.
იმედია ეს ცარიელი სიტყვები არაა და პრეზიდენტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, დიალოგისა და თანხმობის საერთო პლატფორმის შექმნას.“
წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
ასევე საინტერესოა:
🔵 დემოკრატიის წინააღმდეგ ომია გამოცხადებული - სალომე ზურაბიშვილი
🔵 მადლობა სალომე ზურაბიშვილს უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის - ვლადიმერ ზელენსკი
1740982120
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა
დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...
1740981935
მსოფლიომაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება
ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...
1740979239
ახალი ამბებიპარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ
პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...
1740978318
ახალი ამბებიგურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ყველა რთულ მონაკვეთზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო, მძიმე ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუ...
1740948853
საზოგადოებასაქართველოში 3 მარტს დედის დღე აღინიშნება
საქართველოში 3 მარტს დედის დღეს აღნიშნავენ, ის ოფიციალურ დღესასწაულად ითვლება და სახელმწიფო დაწესებულებებისთვის დასვენების დღეა. 3 მარტს დედის დღის აღნიშვნის ინიციატივა, საქართველოს პირველ პრეზიდენტს...