„როდესაც პატიმარი პენიტენციურ სამსახურს ეწინააღმდეგება, ლეგიტიმურია პროპორციული ძალის გამოყენება“ - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე

„როდესაც პატიმარი პენიტენციურ სამსახურს კონკრეტული გადაწყვეტილების აღსრულებაში ეწინააღმდეგება, ლეგიტიმურია გადაწყვეტილება შესაბამისი პროპორციული ძალის გამოყენებით აღსრულდეს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის გასაჯაროებულ კადრების შესახებ განაცხადა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, პოლიტიკური პრეფერენციების მიუხედავად, გავრცელებული კადრები არავისთვის სასიამოვნოდ საყურებელი არ იყო.
„როდესაც პატიმარი პენიტენციურ სამსახურს კონკრეტული გადაწყვეტილების აღსრულებაში ეწინააღმდეგება, ლეგიტიმურია გადაწყვეტილება შესაბამისი პროპორციული ძალის გამოყენებით აღსრულდეს – როცა პატიმარი დაწესებულებაში შესვლას არ აპირებს, ამ დროს, რა უნდა მოხდეს? წინააღმდეგობა გასწია და ძალის გამოყენება ძალაუნებურად აუცილებელი გახდა. მეორე ხარისხოვანია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოხდა თუ არა მოტყუებით, რაც დადასტურებული არ არის. ეს არ არის სააკაშვილთან პოლიტიკური ანგარიშსწორების და პოლიტიკური ბრძოლის ხერხი. გამორიცხულია ხელისუფლებაში ვინმე ასე ფიქრობდეს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.
როგორც სარჯველაძე ამბობს, გავრცელებულ კადრებში აშკარად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებას ნებაყოფლობით ტოვებს.
„შემდეგ როდესაც ის გლდანის კლინიკაში შედის, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს წინააღმდეგობას უწევს, ამას თავად სააკაშვილი მოტყუებით ხსნის. როგორც სამინისტრო განმარტავს, რომ ითქვა, მისი გადაყვანა კლინიკაში ხდებოდა, არ იყო დაკონკრეტებული, თუ რომელ კლინიკაში ხდებოდა გადაყვანა. დადგინდება და გაირკვევა, მან მართლა ასე აღიქვა თუ შემდგომ შეიცვალა პოზიცია. გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელ პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა მოხდეს პატიმრის განთავსება, თავად პენიტენციური სამსახურის იღებს. ასევე პენიტენციური სამსახური წყვეტს, უნდა გადაიყვანონ თუ არა პატიმარი კერძო კლინიკაში. აქედან გამომდინარე, მეორე ხარისხოვანია, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოტყუებით მოხდა, თუ შემდგომ შეიცვალა პოზიცია.“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ამავე თემაზე:
1740986829
მსოფლიოCNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუ...
1740983813
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება. 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...
1740982120
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა
დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...
1740981935
მსოფლიომაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება
ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...
1740979239
ახალი ამბებიპარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ
პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...