რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ერგნეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიასა და ოკუპირებული ცხინვალის რაიონში საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუსი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ოკუპირებული ცხინვალის რაიონის სოფელ სვერის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

„ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუსის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743244203

მსოფლიო

დღეს მზის ნაწილობრივ დაბნელებას ელოდებიან

2025 წელი უნიკალურია ასტრონომიული მოვლენების თვალსაზრისით. კერძოდ, მოიცავს ორ სრულ მთვარის დაბნელებას და ორ ნაწილობრივ მზის დაბნელებას. დღეს მზის ნაწილობრივ დაბნელებას ელოდებიან. მთვარე დაფარავს მზის...

ჰოროსკოპი

1743241966

ახალი ამბები

პაპუაშვილი: პარლამენტთან ერთი ადამიანი დააკავეს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ლიდერი, რომელიც 3 წლის წინ იყო ორგანიზატორი აქციის, სადაც ითხოვდნენ, საქართველოს ხელისუფლებას მეომრები გაეგზავნა უკრაინაში და ომში ჩართულიყო

დღეს ერთი ადამიანი დააკავეს, რომელსაც ეჭირა ბანერი ანწუხელიძის გვარით . ეს ადამიანი არის ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ლიდერი, რომელიც სამი წლის წინ იყო ორგანიზატორი აქციის, სადაც ითხოვდნენ, რომ საქართველ...

პაპუაშვილი შალვა

1743240933

ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე: ქუჩაში აპოლიტიკური ადამიანები არ დგანან

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ  პოდკასტში „ორ ცეცხლს შუა“ სტუმრობისას განაცხადა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც აქციებზე, ქუჩაში, აპოლიტიკური ადამიანები დგანან. მისი თ...

პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძე

1743239106

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად მიიღო აშშ-გან წიაღისეული რესურსების შესახებ შეთანხმების ვერსია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ დღეს ოფიციალურად მიიღო შეერთებული შტატებისგან წიაღისეული რესურსების შესახებ შეთანხმების ვერსია. „რამდენიმე ხნის წინ ვიცე-პრემი...

აა

1743236734

ახალი ამბები

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს....

მემორანდუმი