სააკაშვილის თხოვნის შემდეგ, ენმ-ის ოფისთან მყოფმა მხარდამჭერებმა შიმშილობა შეწყვიტეს
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თხოვნით შიმშილობა შეწყვიტეს.
მოშიმშილეებს მიხეილ სააკაშვილის გზავნილი მისმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ გააცნო.
მიხეილ სააკაშვილმა თხოვნით მიმართა მოშიმშილეებს, რომ იგი თავად მიმართავს შიმშილობას, თუკი ისინი არ შეწყვეტენ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას.
პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მათ არ აქვთ იმის დაშვების უფლება, რომ სააკაშვილი შიმშილობას განაახლებს, რადგან ეს ფატალური შედეგით დასრულდება, ამიტომ შიმშილობას წყვეტენ.
„თავადაც იძულებული გახდება, რომ მანაც განაახლოს შიმშილობა, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს არც ერთ ჩვენგანს, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყება იქნება ფატალური შედეგის მომტანი და ამიტომ, თანამებრძოლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, ვიდრე ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება.
აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის სხვა ეტაპზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, ენმ-ის ოფისთან პარტიის ლიდერები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები 12 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ.
ამავე თემაზე:
1735913636
ახალი ამბებისომხეთ-საქართველოს საზღვარზე პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
სომხეთში, ბაგრატაშენის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან, პიროტექნიკის საწყობში ხანძარი გაჩნდა. მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ახლოს მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათ...
1735910004
საზოგადოებავალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8158 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8138 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის...
1735905260
სოციალური მედია🎥 „ბედნიერი 2025“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს
მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე რამდენიმე თვის წინ მეორე გოგონას მშობლები გახდნენ, რომელსაც ლილი დაარქვეს. მათ პირველ შვილს კი ანნა ჰქვია. ჯანეტი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებ...
1735902772
სოციალური მედია„ერთი კვირის განმავლობაში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა ზედოზირების...“ - რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე
ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალი წელი და ზოგადად ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, აძლიერებს ნარკოტიკების მოხმარებას და ზრდის რისკებს. მისივე ინფორმაციით, ბოლო ერთ...
1735900719
საზოგადოებალაშა ტალახაძე შვილებთან ერთად ამღერდა
ოლიმპიური ჩემპიონი და პარლამენტის წევრი, ლაშა ტალახაძე გადაცემაში „გული მღერის“ ქალიშვილებთან ერთად გამოჩნდა და „ვერის უბნის მელოდიებიდან“ პოპულარული სიმღერა შეასრულა. ლაშას ოჯახს გვერდი „ბასტი-ბუბუს...