„საგამოძიებო კომისიის შექმნას აქვს ორი მიზანი, ერთი არის სამართლებრივი შეფასება და მეორე, ვისაც დავიწყებული აქვს, შევახსენოთ, რეალურად რას ნიშნავს რეჟიმი“ - ლევან მაჭავარიანი

საგამოძიებო კომისიის შექმნას აქვს ორი მიზანი. ერთი არის სამართლებრივი შეფასება და რა თქმა უნდა, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს ის მართლაც სისხლიანი 9 წელი, რომელიც საქართველომ გამოიარა, სადაც ხდებოდა სისტემურად წამება და გაუპატიურება, სადაც ხდებოდა ახალგაზრდების ქუჩაში სისტემური ხოცვა, სადაც ხდებოდა ბიზნესის სისტემური რეკეტი, ხორციელდებოდა მოქალაქეების საძინებლებში თვალთვალი მათი შემდგომში დაშანტაჟების მიზნით, ჩვენს სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება და ა.შ. - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დაპირების შესრულებას მმართველი გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში აპირებდა, თუმცა, მისივე განცხადებით, ქვეყნის არაკეთილმოსურნე გარე ლობისტური ჯგუფების აზრი უკვე ნაკლებად საინტერესოა და შესაბამისად, წინა ხელისუფლების სისტემურ დანაშაულებს საგამოძიებო კომისია შეისწავლის.

ეს დაუსჯელი, რა თქმა უნდა, არ უნდა დარჩეს და როგორც ჩვენ განვაცხადეთ, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში ჩამოყალიბდება კომისია და ეს კომისია 6 თვე იმუშავებს ამ საკითხთან დაკავშირებით, შემდეგ რეკომენდაციებს წარუდგენს პროკურატურას და ყველა შესაბამის უწყებას. ეს არის ერთი მიზანი, რაც ჩვენს ამომრჩეველს დავპირდით წინასაარჩევნოდ.

ჩვენი ეს დაპირება გულისხმობდა, თუ ავიღებდით საკონსტიტუციო უმრავლესობას, მაგ შემთხვევაში განვახორციელებდით ამას, ვინაიდან მათი გარე მფარველები ნაკლებად შეძლებდნენ ჩარეულიყვნენ ამ საკითხებში. თუმცა, როგორც ჩვენი მოქალაქეები უყურებენ, ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს გარე ლობისტური ჯგუფების აზრი, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

რაც შეეხება მეორე მიზანს, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ვისაც დავიწყებული აქვს, გაიხსენოს, რეალურად რას ნიშნავს რეჟიმი, ხოლო ახალგაზრდებმა, რომლებსაც ემოციის დონეზეც არ აქვთ წინა ხელისუფლების ქმედებები განცდილი, საკუთარი თვალით ნახონ, რა ხდებოდა 2003-12 წლებში და დასკვნები შემდეგ გამოიტანონ.

„მეორე მიზანი რაც არის და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არის ის, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ამ ძალებს შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი და "ქართულ ოცნებას" უწოდებენ რეჟიმს, ვისაც დავიწყებული აქვს, კარგად უნდა შევახსენოთ, რეალურად რას ნიშნავს რეჟიმი, რას ნიშნავს ტოტალიტარული რეჟიმი და იმ ახალგაზრდებმა, ვისაც საერთოდ ემოციის დონეზეც არ აქვთ ეს ყველაფერი განცდილი, მათ ეს უნდა იხილონ თავისი თვალით, უნდა მოისმინონ თავიანთი ყურით და შემდეგ გააკეთონ შეფასებები“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პარლამენტში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736433968

ახალი ამბები

19 წლის ბიჭი ჩეჩნეთში პოლიციაში წამების შემდეგ გარდაიცვალა

ჩეჩნეთის ქალაქ არღუნის მკვიდრი, 19 წლის ვისხან ტაზურკაევი გატაცების და წამების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება. გამოცემა Niyso-ს ცნობით, ვისხან ტაზურკაევი სამს...

19 წლის ბიჭი ჩეჩნეთში პოლიციაში წამების შემდეგ გარდაიცვალა

1736432411

მსოფლიო

პუტინი აცხადებს, რომ საახალწლო არდადეგებზე მუშაობა არ შეუწყვეტია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საახალწლო არდადეგების დროს ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა. როგორს რუსული მედია წერს, პუტინი ვიდეოკონფერენციის საშუალებით რუსეთის მ...

სვინია

1736431163

ახალი ამბები

„ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან რუსეთთან ესკალაცია მოითხოვეს“ - პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ, ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან...

პაპუაშვილი

1736428594

მსოფლიო

„ხალხი მიხვდება, რომ ეს ნამდვილად არის გარე ძალების სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ხალხის დაშლას“ - რუსეთის პატრიარქი

რუსეთის პატრიარქმა კირილმა ტელეკომპანია Rossiya 1-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ბევრი იტანჯება კონფლიქტით და სურთ მშვიდობა რაც შეიძლება მალე, მაგრამ ეს უკრაინის ხელისუფლების პოლიტი...

ვბბ

1736428384

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8367 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8395 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...

ვალუტის კურსი