სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული: მუნიციპალიტეტებში ყველა მთავარი გზა გაწმენდილია, გვრჩება სოფლები, სადაც ჯერ კიდევ ვაწარმოებთ ელექტრო ენერგიის აღდგენით სამუშაოებს

დიდთოვლობასთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული, დავით ვერავა ხელმძღვანელობდა, რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს და ერთობლივად განსახორციელებელი სამუშაოები დაგეგმეს.
სხდომას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად ესწრებოდა.
მგალობლოშვილმა თვითმმართველობების წარმომადგენლებისგან დევნილთა ჩასახლებებში არსებულ ვითარებაზე მიიღო ინფორმაცია და კოორდინირებულად განსახორციელებელ საკითხებზე ისაუბრა.
„დიდთოვლობასთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე მივიღეთ ინფორმაცია თითოეულ დასახლებულ პუნქტში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტებში ყველა მთავარი გზა გაწმენდილია, გვრჩება სოფლები, სადაც ჯერ კიდევ ვაწარმოებთ ელექტრო ენერგიის აღდგენით სამუშაოებს. გაზმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს. სხდომაზევე აფხაზეთი მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მიმოვიხილეთ დევნილთა დასახლებებში არსებული ვითარება და დავგეგმეთ ერთობლივად განსახორციელებელი საკითხები“, - განაცხადა საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ.
მან მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს 24 საათიანი მუშაობისთვის და პრობლემებზე დროული რეაგირებისთვის.
ყველა მუნიციპალიტეტი მუშაობის 24 საათიან რეჟიმზეა გადასული, მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები.
1740589619
ახალი ამბებიბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „უ...
1740587436
ახალი ამბებილაშა ტალახაძე: მიეწოდებათ მედიკამენტები ვინც საჭიროებს დახმარებას, საკვებითაც უზრუნველყოფენ
ჭარბი თოვლის შედეგად დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობას შეუწყდა ელექტროენერგია. კომუნიკაცია თითქმის ყველა ოჯახთან აღდგენილია და მაქსიმუმს აკეთებენ ჩვენი სამართალდამცავებ...
1740585832
საზოგადოებაირაკლი ჩიქოვანი: მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება ემსახურება სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პროცესში ჩართული სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების შრომის დისკრედიტაციას
„მიმდინარეობს მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება, იმისათვის, რომ მოხდეს დისკრედიტაცია იმ საქმეებისა, რომელსაც დღეს სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები...
1740584934
ახალი ამბებიილია II-ის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოდან, დაზარალებულთათვის საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები გაიგზავნება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილ...
1740582835
ახალი ამბებიმიშა მშვილდაძე ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში ფულს სთხოვს: უხერხულია ასე დაპირება და მერე გადაგდება
მთელი წელი რომ ბაზრობდა ჯოზეფ ბორელი, 120 მილიონი ევრო საქართველოს მთავრობის ნაცვლად 2025-ში „ენჯეოებს“ და მედიას უნდა მივცეთო - რაშვებით, გავიდა პირველი კვარტალი, - წერს „ფორმულას“ თანადამფუძნებელი...