ლევან მგალობლიშვილი - დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ჩვენი დროებით დევნილი მოქალაქეების დასახმარებლად აფხაზეთის მთავრობაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა ქვეყანაში დიდთოვლობის შედეგად შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს.
ლევან მგალობლიშვილის დავალებით და მისივე ხელმძღვანელობით, მთავრობაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში მინისტრები, მათი მოადგილეები და მრჩევლები შედიან. სამუშაო ჯგუფის წევრები უკვე გაემგზავრნენ სამეგრელოს ზემო-სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში, სადაც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებულად განახორციელებენ დროებით დევნილი მოსახლეობის განსახლების ადგილებში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების იდენტიფიცირებასა და მასზე მყისიერ რეაგირებას მოახდენენ.
„ქვეყანაში არსებული რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის და აფხაზეთის მთავრობის ცხელ ხაზზე, 143-ზე, შემოსული შეტყობინებებიდან გამომდინარე მოვიწვიე მთავრობის საგანგებო სხდომა. დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ჩვენი დროებით დევნილი მოქალაქეების დასახმარებლად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და გავდივართ სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში – იქ სადაც ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს.
ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვება ჩვენი სამუშაო ჯგუფი.
ჩემთვის უმნიშვნელოვანესია რაც შეიძლება სწრაფად იყოს უზრუნველყოფილი დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ჩვენი დროებით დევნილი მოქალაქეების უსაფრთხოება და პრობლემების ოპერატიული მოგვარება“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის მთავრობის საგანგებო სხდომაზე.
ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
1740559550
ახალი ამბებიბათუმის აეროპორტში ავიამიმოსვლა აღდგა
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები განახლდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტავ ჯორჯია ავრცელებს. მათივე ცნობით, ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტიდან უკვე გაფრინდა პირველი რეისი თელ-ავივის...
1740559243
ახალი ამბებისაქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგება - ოზურგეთის, ქუთაისის, სენაკისა და წყალტუბოს ნაწილს წყალი არ მიეწოდება
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის, ქუთაისის, სენაკისა და წყალტუბოს ნაწილს წყალი არ მიეწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გაერთიანებული წყალმომა...
1740558285
ახალი ამბები„სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები და ისინი აუცილებლად მივლენ ყველა ადამიანთან, ვისაც დახმარება სჭირდება“ - ნინო წილოსანი
„სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები ხალხის დასახმარებლად და ისინი აუცილებლად მივლენ ყველა ადამიანთან, ვისაც დახმარება სჭირდება ამ ურთულეს ვითარებაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი...
1740556045
ახალი ამბებისაქართველოს თავდაცვის ძალები დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაში აქტიურად მონაწილეობს
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ექვს მიმართულებაზე მუშაობენ. თავდაცვის სამინი...
1740556035
ახალი ამბებიბათუმში, სადაც ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა მაშველებმა მოქალაქეების გამოყვანა მოახერხეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ბათუმში, სადაც უამინდობის შედეგად ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა მაშველებმა მოქალაქეების ნანგრევებიდან გამოყვანა მოახერხეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ამის შესახებ ინფორმაცი...