ირაკლი ჩიქოვანი: მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება ემსახურება სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პროცესში ჩართული სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების შრომის დისკრედიტაციას

„მიმდინარეობს მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება, იმისათვის, რომ მოხდეს დისკრედიტაცია იმ საქმეებისა, რომელსაც დღეს სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ასრულებენ“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.
მან მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, ექიმებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მოქალაქეთა დასახმარებლად დაუღალავად მუშაობს.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი სპეკულაციები უსაფუძვლო და უპერსპექტივოა: „ამ ხალხის ძალისხმევისთვის ჩრდილის მიყენება არ მოემსახურება საერთო საქმეს და არც რაიმე შედეგის მომტანია. ეს არის წმინდა სპეკულაციები, რომლებიც უსაფუძვლოა და რამდენიმესაათიანი არსებობის პერიოდი აქვს“.
1740591753
ახალი ამბებიაჭარის სკოლებში სწავლა 4 მარტს განახლდება
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის სკოლებში სწავლა 4 მარტს განახლდება. „აჭარის რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდება 4 მარტს“,...
1740589619
ახალი ამბებიბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „უ...
1740587436
ახალი ამბებილაშა ტალახაძე: მიეწოდებათ მედიკამენტები ვინც საჭიროებს დახმარებას, საკვებითაც უზრუნველყოფენ
ჭარბი თოვლის შედეგად დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობას შეუწყდა ელექტროენერგია. კომუნიკაცია თითქმის ყველა ოჯახთან აღდგენილია და მაქსიმუმს აკეთებენ ჩვენი სამართალდამცავებ...
1740584934
ახალი ამბებიილია II-ის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოდან, დაზარალებულთათვის საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები გაიგზავნება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილ...
1740582835
ახალი ამბებიმიშა მშვილდაძე ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში ფულს სთხოვს: უხერხულია ასე დაპირება და მერე გადაგდება
მთელი წელი რომ ბაზრობდა ჯოზეფ ბორელი, 120 მილიონი ევრო საქართველოს მთავრობის ნაცვლად 2025-ში „ენჯეოებს“ და მედიას უნდა მივცეთო - რაშვებით, გავიდა პირველი კვარტალი, - წერს „ფორმულას“ თანადამფუძნებელი...