ჰაკან ფიდანი: საქართველო არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, ორივე ქვეყანამ დაამყარა ერთმანეთთან სამაგალითო ურთიერთობა

„საქართველო არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ ძალიან წარმატებით განვაგრძობთ ამგვარი ტიპის მეგობრულ ურთიერთობას“, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა თურქეთში, ქართველ კოლეგასთან მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ფიდანმა აღნიშნა, თურქეთი საქართველოს უპირველესი სავაჭრო პარტნიორია ბოლო 16 წლის მანძილზე.

„ამ ძალისხმევის შედეგად ორივე ქვეყანამ დაამყარა ერთმანეთთან სამაგალითო ურთიერთობა, რაც რასაკვირველია მოგებიანია და სასარგებლოა ორივე მხარისათვის თანაბრად. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ დიდი ყურადღებით ვეკიდებით

ჩვენი ძალისხმევა ძირითადად არის რეგიონული მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული, ამიტომ ორივე ქვეყანა ცდილობს, რომ დიდი წვლილი შეიტანოს ენერგორესურსების განვითარებაში ჩვენს რეგიონში. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვახსენოთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის უმნიშვნელოვანესი მილსადენი, ნავთობსადენი, რომელიც აგრეთვე ენერგოუსაფრთხოების კუთხითაც დიდ როლს თამაშობს.

ჩვენ დავამყარეთ, როგორ სამმხრივი, ასევე, ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა ფორმატში და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მიგვაჩნია და მიგვაჩნდა საქართველო, როგორც ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი. თურქეთი უპირველესი სავაჭრო პარტნიორი გახლავთ საქართველოსთვის ბოლო 16 წლის მანძილზე“, - აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740580845

ახალი ამბები

„ადამიანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა, გარდაცვალების ფაქტი არ დადასტურდა, ეს საბედნიერო ინფორმაციაა“ - მამუკა მდინარაძე

„ბოლო წუთებში და ბოლო საათებში ვრცელდებოდა ინფორმაცია ლანჩხუთის რაიონში ერთ-ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ, რაც არ არის სწორი. ადამიანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა, გარდაცვალების ფაქტი არ დადას...

მამუკა მდინარაძე

1740579393

ახალი ამბები

მეხანძრე-მაშველები დასავლეთ საქართველოში საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელ...

თოვლი დასავლეთში

1740578265

ახალი ამბები

„მოხალისეობრივი თვითინიციატივები იწვევს დამატებით პრობლემებს, იყო ბევრი შემთხვევა დასახმარებლად წასული ადამიანები თავად გახდნენ დასახმარებლები“ - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მოხალისეებს მოუწოდებს - ნუ გამოიჩენენ თვითინიციატრივებს და იმოქმედონ საკოორდინ...

მამუკა მდინარაძე

1740577126

საზოგადოება

განათლების სამინისტრო: სასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში - გაცდენილი საგაკვეთილო საათების ანაზღაურებასთან დაკავშირებით სკოლები უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას

„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, აქ...

განათლების სამინისტრო

1740576109

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8141 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8168 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი