საქართველოში ამინდი იცვლება - უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო 4-6 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი.
ქ. თბილისში 4 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. 5-6 თებერვალს კი მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ღრუბლიანი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ღრუბლიანი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. ზოგან შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ნალექი და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ნალექი და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი, შესაძლებელი ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, -2 გრადუსი დაფიქსირდება.
1738578606
ახალი ამბებიათონელის ქუჩაზე ავტომობილი ტროტუარზე შევარდა - არსებული ცნობით, მძღოლი მიიმალა
ორბელიანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ ათონელის ქუჩაზე ავტომობილი ტროტუარზე შევარდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მძღოლი, რომელმაც სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, რკინის ბოძები გაიტანა და...
1738577660
ახალი ამბებიშავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მიერ ერთობლივი საწარმო დაფუძნდა
რუმინეთში, ქ. ბუქარესტში, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორთა მონაწილეობით წარმატებით დასრულდა ერთობლივი საწარმოს, Green Energy Corridor Power Company - GEC...
1738571929
მსოფლიოილონ მასკის თქმით, ტრამპი USAID-ის დახურვაზე თანახმაა
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ილონ მასკის განცხადებით, დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვაზე თანახმაა. მისი თქმით, მან ტრამპთან დეტალურად განიხილა USAID-ის საკითხები და რამდენჯერ...
1738571140
მსოფლიოტრამპი ტარიფებზე: იქნება თუ არა ტკივილი? - შესაძლოა, მაგრამ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ახლა საღი აზრით მართავენ და შედეგები იქნება შთამბეჭდავი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელები გააფრთხილა, რომ შეერთებული შტატების სამი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის - მექსიკის, კანადისა და ჩინეთის - წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების გამო, მათ შესაძლო...
1738569343
ახალი ამბებიJan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი: ანაკლიის ნავსადგური ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ საქართველოსთვის
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტალღმტეხელის მოდელის ლაბორატორიული ტესტირების პროცესი კონსორციუმ Jan De Nul NV-ის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა, რომელიც ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურულ...