ტრამპი ტარიფებზე: იქნება თუ არა ტკივილი? - შესაძლოა, მაგრამ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ახლა საღი აზრით მართავენ და შედეგები იქნება შთამბეჭდავი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელები გააფრთხილა, რომ შეერთებული შტატების სამი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის - მექსიკის, კანადისა და ჩინეთის - წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების გამო, მათ შესაძლოა, ეკონომიკური „ტკივილი“ განიცადონ. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.
აშშ-ის პრეზიდენტი ასევე დაიმუქრა უფრო ფართო სავაჭრო ომით, რომელიც მოიცავს ევროკავშირს და შესაძლოა, დიდ ბრიტანეთსაც.
„ეს იქნება ამერიკის ოქროს ხანა! იქნება თუ არა ტკივილი? დიახ, შესაძლოა (ან შესაძლოა, არა!), მაგრამ ჩვენ ამერიკას კვლავ დიდებულს გავხდით! და ეს ყველაფერი იმ ფასად ღირს, რომელიც უნდა გადავიხადოთ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ახლა საღი აზრით მართავენ — და შედეგები იქნება შთამბეჭდავი“, - დაწერა ტრამპმა.
მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 3 თებერვალს გეგმავს მოლაპარაკებებს კანადისა და მექსიკის ლიდერებთან ტარიფების შესახებ, რომელმაც, ექსპერტების აზრით, შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკა შეარყიოს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა არ მიანიშნა, რომ გადახედავს თავის ქმედებებს.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირის საქონელზე ტარიფები „აუცილებლად იქნება“ და რომ ეს „საკმაოდ მალე“ მოხდება. მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი შესაძლოა, ტარიფებს დაექვემდებაროს.
ევროკავშირმა 2 თებერვალს განაცხადა, რომ მისი პასუხი იქნება „მკაცრი“, თუ ტრამპი ტარიფებს დააწესებს, თუმცა ბრიუსელი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების გზით სავაჭრო ომს თავიდან აიცილებენ.
ცნობისთვის, კანადიდან, მექსიკიდან და ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფები 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდა. კერძოდ, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ 25%-იანი ტარიფები დაუწესა კანადასა და მექსიკას, 10%-იანი კი ჩინეთს.
კანადა, მექსიკა და ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ზომებით დაემუქრნენ და მოუწოდეს სავაჭრო მოლაპარაკებებისკენ ტარიფების ნაცვლად, რამაც შეიძლება გაზარდოს ხარჯები მომხმარებლებისთვის და ზიანი მიაყენოს ყველა მონაწილე მხარის ეკონომიკას.
ტრამპი კი აცხადებს, რომ ტარიფები საჭიროა იმიგრაციისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის შესაჩერებლად, ასევე, შიდა ინდუსტრიის გასაძლიერებლად.
1738578606
ახალი ამბებიათონელის ქუჩაზე ავტომობილი ტროტუარზე შევარდა - არსებული ცნობით, მძღოლი მიიმალა
ორბელიანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ ათონელის ქუჩაზე ავტომობილი ტროტუარზე შევარდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მძღოლი, რომელმაც სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, რკინის ბოძები გაიტანა და...
1738577660
ახალი ამბებიშავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მიერ ერთობლივი საწარმო დაფუძნდა
რუმინეთში, ქ. ბუქარესტში, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორთა მონაწილეობით წარმატებით დასრულდა ერთობლივი საწარმოს, Green Energy Corridor Power Company - GEC...
1738574707
ახალი ამბებისაქართველოში ამინდი იცვლება - უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო 4-6 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ა...
1738571929
მსოფლიოილონ მასკის თქმით, ტრამპი USAID-ის დახურვაზე თანახმაა
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ილონ მასკის განცხადებით, დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვაზე თანახმაა. მისი თქმით, მან ტრამპთან დეტალურად განიხილა USAID-ის საკითხები და რამდენჯერ...
1738569343
ახალი ამბებიJan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი: ანაკლიის ნავსადგური ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ საქართველოსთვის
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტალღმტეხელის მოდელის ლაბორატორიული ტესტირების პროცესი კონსორციუმ Jan De Nul NV-ის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა, რომელიც ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურულ...