შალვა პაპუაშვილი: ახლა არის მცდელობა, ჩაანაცვლონ ამერიკული ფონდები და რასაც ადრე აკეთებდნენ ამერიკული ფონდების მარჯვენა ხელით, ახლა მარცხენა ხელით გააკეთონ ბრიტანული, თუ სხვა ევროპული ფონდებით

„ემსახურება ზუსტად იგივე მიზნებს, რასაც ემსახურებოდა მანამდე ამერიკული დაფინანსება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხილებითვე იყო თანხები, რომელიც იხარჯებოდა სხვა ქვეყნების ასარევად, ხელისუფლებების ცვლილებისთვის, დესტაბილიზაციისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში მუნიციპალური არჩევნების წინ საგრანტო კონკურსის გამოცხადებაზე საუბრისას.
პაპუაშვილის თქმით, ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა ეს მავნე პრაქტიკა და ჩარევა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში, შეწყვიტა ეს დაფინანსება, მაგრამ ვხედავთ, რომ როდესაც სიცარიელე იქმნება, იქ სხვა ძალები ყოველთვის ცდილობენ ამის შევსებას.
„ახლა არის მცდელობა, რომ შეავსონ გარკვეული ვაკუუმი, ჩაანაცვლონ ამერიკული ფონდები და რასაც ადრე აკეთებდნენ ამერიკული ფონდების მარჯვენა ხელით, ახლა მარცხენა ხელით გააკეთონ ბრიტანული თუ სხვა ევროპული ფონდებით.
მე მაქვს დიდი ეჭვი, რომ ეს არის კორუფციული გრანტი და გამოცხადებულია, თითქოს ეს არის თავისუფალი კონკურსი. ყველა ძალიან კარგად ვხვდებით, საბოლოო ჯამში, ვის მისცემენ ამ ფულს. მე მაქვს ეჭვი, რომ ეს წინასწარ უკვე ცნობილია, რომ ეს თანხები უნდა მისცენ ISFED-ს და მსგავს მილიონერ ორგანიზაციებს. ასე რომ, ესეც არის თვალთმაქცობა და კორუფცია, როდესაც უკვე წინასწარ ცნობილია შედეგი და თითქოს რაღაც ღია კონკურენტული კონკურსი ცხადდება. ასე უნდათ, რომ მოატყუონ ქართული და ბრიტანელი საზოგადოება, როდესაც წინასწარ ცნობილი შედეგი აქვთ და თავის გადასახადის გადამხდელებს უფორმებენ ისე, თითქოს კონკურსით გაიმარჯვეს. ეს კლოუნადა რომ იდგმება ასე უსირცხვილოდ, ესეც აჩვენებს, რომ ასეთი საქმიდან კეთილი ნაყოფი არასდროს იქნება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მუნიციპალური არჩევნების წინ საგრანტო პროგრამას აცხადებს, რათა „ხელი შეუწყოს 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საქართველოს მუნიციპალური არჩევნების ეფექტურად ჩატარებას“.
1744031902
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენ და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდა ევროპული ბიუროკრატია, როცა 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს სტატუსი, შემდეგ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, მისცეს მოლდოვას, რომელიც არის კორუფციაში ჩაძირული, ეს ხომ სამარცხვინოა
ჩვენ და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდა ევროპული ბიუროკრატია, როცა 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს სტატუსი, მერე წელიწად-ნახევარი არ მოგვანიჭეს სტატუსი და შემდეგ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, - განუცხადა სა...
1744031049
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახლა პრაქტიკულად გადასაწყვეტიც არაფერი აქვს, ჩვენი მხრიდან არის შეჩერებული საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში
„ვთქვით, რომ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ახლა პრაქტიკულად გადასაწყვეტიც არაფერი აქვთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს...
1744030340
ახალი ამბებიპრემიერი: სულხან თამაზაშვილის გამოცდილება, პიროვნული თვისებები, მათ შორის, მისი კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი იყო ის ძირითადი კრიტერიუმი, რომელთა საფუძველზეც არჩევანი შეჩერდა სწორედ მასზე
სულხან თამაზაშვილს აქვს დაგროვილი ძალიან დიდი გამოცდილება იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს მუშაობა აჭარის მთავრობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუც...
1744029547
ახალი ამბებივახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინა
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პირველ მოადგილე შალვა ბედოიძესთან ერთად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ლაშა გოგნიაშვილი...
1744028410
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ევროკომისია აღიარებს, რომ თითქოს კლიმატის ცვლილების და გარემოს დაცვის საკითხები უნდა დაფინანსებულიყო და ფინანსდებოდა საწინააღმდეგო აზრის ჩახშობა, მათთვის საჭირო პროპაგანდის გატარება
პირდაპირ აღიარებს ევროკომისია, ვერ გაურბის იმ პასუხისმგებლობას, რომ თურმე მათგან ფინანსდებოდა, თუ არ ვცდები, 10 წლის განმავლობაში 9 მილიარდამდე დოლარზე იყო საუბარი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნები...