ირაკლი ქადაგიშვილი საგამოძიებო კომისიაზე: ყველა ის სისტემა, კერძო ბიზნესი იქნებოდა ეს, თუ სამართალდამცავი ორგანოები, რომელიც ამ პოლიტიკური პარტიის ზეგავლენის ქვეშ იყო, ემსახურებოდა სწორედ ადამიანის დაჩაგვრას

ყველა ის სისტემა, კერძო ბიზნესი იქნებოდა ეს, თუ სამართალდამცავი ორგანოები, რომელიც ამ პოლიტიკური პარტიის ზეგავლენის ქვეშ იყო, ემსახურებოდა სწორედ ადამიანის დაჩაგვრას, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას.
„ციხეებში გაუსაძლისი პირობების შექმნა მიზანმიმართულად, რომ ადამიანის ნება ბოლომდე გაეტეხათ. სრული ქაოსი, სრული უუნარობა და უპასუხისმგებლობა იყო პოლიტიკური და მმართველობის დონეზეც, რა თქმა უნდა 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის გარშემო“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ჩადენილ დანაშაულებს სწავლობს, მუშაობას მომავალ კვირაში განაახლებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა სააკაშვილის რეჟიმის უმძიმესი დანაშაულები და დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს.
1744031902
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენ და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდა ევროპული ბიუროკრატია, როცა 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს სტატუსი, შემდეგ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, მისცეს მოლდოვას, რომელიც არის კორუფციაში ჩაძირული, ეს ხომ სამარცხვინოა
ჩვენ და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდა ევროპული ბიუროკრატია, როცა 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს სტატუსი, მერე წელიწად-ნახევარი არ მოგვანიჭეს სტატუსი და შემდეგ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, - განუცხადა სა...
1744031049
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახლა პრაქტიკულად გადასაწყვეტიც არაფერი აქვს, ჩვენი მხრიდან არის შეჩერებული საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში
„ვთქვით, რომ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ახლა პრაქტიკულად გადასაწყვეტიც არაფერი აქვთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს...
1744030340
ახალი ამბებიპრემიერი: სულხან თამაზაშვილის გამოცდილება, პიროვნული თვისებები, მათ შორის, მისი კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი იყო ის ძირითადი კრიტერიუმი, რომელთა საფუძველზეც არჩევანი შეჩერდა სწორედ მასზე
სულხან თამაზაშვილს აქვს დაგროვილი ძალიან დიდი გამოცდილება იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს მუშაობა აჭარის მთავრობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუც...
1744029547
ახალი ამბებივახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინა
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პირველ მოადგილე შალვა ბედოიძესთან ერთად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ლაშა გოგნიაშვილი...
1744028410
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ევროკომისია აღიარებს, რომ თითქოს კლიმატის ცვლილების და გარემოს დაცვის საკითხები უნდა დაფინანსებულიყო და ფინანსდებოდა საწინააღმდეგო აზრის ჩახშობა, მათთვის საჭირო პროპაგანდის გატარება
პირდაპირ აღიარებს ევროკომისია, ვერ გაურბის იმ პასუხისმგებლობას, რომ თურმე მათგან ფინანსდებოდა, თუ არ ვცდები, 10 წლის განმავლობაში 9 მილიარდამდე დოლარზე იყო საუბარი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნები...