შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

 საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას იღებს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 150-ე ასამბლეაში, რომელიც უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში იმართება.

წლევანდელი გენერალური დებატების თემაზე: „საპარლამენტო საქმიანობა სოციალური განვითარებისა და სამართლიანობისთვის“, შალვა პაპუაშვილმა ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „პარლამენტს მნიშვნელოვანი როლი აქვს სამართლიანი, ინკლუზიური და პროგრესული საზოგადოებების ჩამოყალიბებაში.“ მან აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული მრავალი გამოწვევის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, რაც ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე კონცენტრირების შესაძლებლობებს ქმნიდა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური ზრდა როგორც სიღარიბის შემცირებისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის, ისე ეროვნული უსაფრთხოებისა და რეგიონული მშვიდობის მიღწევის ინსტრუმენტია“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა სოციალური განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, რომლებიც მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაზეა მიმართული. მან განაცხადა, რომ „ოჯახს საზოგადოებაში წამყვანი ადგილი უჭირავს და ამიტომ ოჯახების მხარდაჭერა სოციალური განვითარების დღის წესრიგში ცენტრალურ ადგილს იკავებს“.

ამ კუთხით, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის შექმნას, ასევე, ოჯახების მხარდამჭერ სოციალური დაცვის პროგრამებს, მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამებს.

მან, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა თანასწორობის უზრუნველყოფასა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის შექმნაზე, მათ შორის,  საქართველოს კანონზე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, ქალებისა და კაცების თანასწორობის კონცეფციაზე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციაზე. ასევე, ისაუბრა მიღებულ კანონებზე, რომლებიც იცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებიც ახალი გლობალური სოციალური შეთანხმების ნაწილს უნდა წარმოადგენდეს. მისი თქმით, ახალი სოციალური შეთანხმება თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს უნდა პასუხობდეს და უნდა მოიცავდეს შემდეგ მნიშვნელოვან მიმართულებებს: ადგილობრივი და გლობალური მშვიდობის ხელშეწყობა; დემოკრატიული მმართველობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა; ეკონომიკური ზრდა, რომელიც არა მხოლოდ მშპ-ზე იქნება ფოკუსირებული, არამედ, აგრეთვე, უთანასწორობების შემცირებასა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე; მდგრადი გარემოს უზრუნველყოფა, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა, რაც დაიცავს ქვეყნებსა და პლანეტას; ტექნოლოგიების გამოყენების ეთიკური საკითხების შესწავლა და გათვალისწინება.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რჩება საერთაშორისო საზოგადოებასთან პარტნიორობის ერთგული და გამოხატა ნაყოფიერ განხილვებში მონაწილეობის მიღების მზაობა, რითიც შესაძლებელი გახდება წვლილის შეტანა სამართლიანი, მდგრადი და წარმატებული გლობალური საზოგადოების შექმნაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744103901

ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს კვერცხი და ხორცპროდუქტები სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს კვერცხი და ხორცპროდუქტები სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები. „ხორცის შეძენისას ყურადღება მ...

ააა

1744103474

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან ძალიან მალე, ანტიმონოპოლიური სამსახურის მოთხოვნით, ტელევიზიებიდან მოხსნეს და აკრძალეს წამების საწინააღმდეგო ვიდეორგოლი, რადგან ტოტალური კონტროლი იყო ყველაფერზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი დ...

სოზარ სუბარი

1744101676

ახალი ამბები

წულუკიანი: ია მეტრეველი ერთ-ერთი პირველი მსხვერპლია „ხელი არ აგიტოკდეს“ პოლიტიკის, ვინაიდან მისი შვილი, ბუტა რობაქიძე სწორედ ქუჩაში, პოლიციის ხელით იქნა მოკლული სახელმწიფოს მიერ

ია მეტრეველი ერთ-ერთი პირველი მსხვერპლია ხელი არ აგიტოკდეთ პოლიტიკის, ვინაიდან მისი შვილი, ბუტა რობაქიძე სწორედ ქუჩაში, პოლიციის ხელით იქნა მოკლული სახელმწიფოს მიერ, - ამის შესახებ პარლამენტში შექმნილ...

თეა წულუკიანი

1744101107

ახალი ამბები

ბუტა რობაქიძის დედა ახალგაზრდებს: გაითვალისწინეთ, რომ ჩვენნაირი გაუბედურებული ოჯახები იყო ძალიან ბევრი და თქვენნაირი ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც თქვენსავით სიცოცხლე უნდოდათ და სისხლი უჩქეფდათ, დღეს მიწაში წვანან, დახვრიტეს უბრალოდ ქუჩაში

ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ მთავარ თემად ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობა განიხილება, ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა. ია მეტრე...

ბუტა რობაქიძის დედა

1744100348

ახალი ამბები

ია მეტრეველი ბუტა რობაქიძის მკვლელობაზე: როგორც კი გადაურეკეს ზემდგომებს, ერთ-ერთი მთავარი იყო ადეიშვილი, ოქრუაშვილი, მიიღეს ბრძანება, რომ „ბოლომდე მიიყვანეთ ყველაფერი, პატრულის იმიჯი არ უნდა შეილახოს“

„ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობა, ბატონი სააკაშვილის მიერ გამოცხადებული, რომ ხელი არ აგიკანკალდეთ, ესროლეთ, რასაც მოჰყვა სწორედ ახალგაზრდების ხოცვა ქუჩებში და 162 ბიჭი დახვრიტეს ასე ქუჩაში უდანაშაულოდ სწო...

ია მეტრეველი