„შეგიძლიათ დამისახელოთ რა გადაწყვეტილება მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და რაში გამოადგა საქართველო რუსეთს 2012 წლიდან მოყოლებული?! ვერ დაასახელებთ იცით რატომ? ასეთი ფაქტი არ არსებობს“ - მამუკა მდინარაძე
„რა გადაწყვეტილება მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ შეგიძლიათ თქვათ, რაში გამოადგა საქართველო რუსეთს 2012 წლიდან მოყოლებული?! ვერ დაასახელებთ იცით რატომ? ასეთი ფაქტი არ არსებობს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
„კითხვა რომ დაუსვათ ვინმეს, საქართველოს ხელისუფლებამ 12 წლის განმავლობაში რა გააკეთა რუსული, რაში გამოადგა რუსეთს და სად წაიწია წინ, საქართველოსთან მიმართებაში რუსეთმა.
„ნაცმოძრაობის“ დროს, ხომ იყვნენ ვითომ პროევროპულები, ბევრი მაგალითი, მათ შორის დიდი თემები შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების, საწარმოების რუსეთისთვის მიყიდვა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მხარდაჭერა, როდესაც მხოლოდ საქართველოს ხმა იყო საჭირო, ტერიტორიების გადაცემა, კოდორი ბრძოლის გარეშე დაუთმეს, როგორ შემოუსაზღვრეს [აგვისტოს ომამდე] ერთი წლით ადრე სამაჩაბლოს ტერიტორია და როგორ დაარქვეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, როგორ განსაზღვრეს მისი საზღვრები. დღეს რუსები რომ ბორდერიზაციას ეძახიან და არა მხოლოდ რუსები, საზღვრებს რომ ავლებენ, პრეტენზიას რომ წაუყენებ, გვეუბნებიან, თქვენი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიხედვით მივყვებით ამ წითელ ხაზებსო. მსგავსი კი არა, ამის მეასედი ხარისხის რა გადაწყვეტილება მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ შეგიძლიათ თქვათ, რაში გამოადგა საქართველო რუსეთს 2012 წლიდან მოყოლებული?! ვერ დაასახელებთ იცით რატომ? ასეთი ფაქტი არ არსებობს. ყველა მიღწევა ევროინტეგრაციის გზაზე და შემდეგ ეტაპზე გადასვლა დიდი ბრძოლის საფასურად და დიდი დარტყმების შედეგად, მაგრამ მაინც, „ქართული ოცნების“ ანგარიშზეა“, - აღნიშნა მდინარაძემ.
1736433968
ახალი ამბები19 წლის ბიჭი ჩეჩნეთში პოლიციაში წამების შემდეგ გარდაიცვალა
ჩეჩნეთის ქალაქ არღუნის მკვიდრი, 19 წლის ვისხან ტაზურკაევი გატაცების და წამების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება. გამოცემა Niyso-ს ცნობით, ვისხან ტაზურკაევი სამს...
1736432411
მსოფლიოპუტინი აცხადებს, რომ საახალწლო არდადეგებზე მუშაობა არ შეუწყვეტია
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საახალწლო არდადეგების დროს ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა. როგორს რუსული მედია წერს, პუტინი ვიდეოკონფერენციის საშუალებით რუსეთის მ...
1736431163
ახალი ამბები„ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან რუსეთთან ესკალაცია მოითხოვეს“ - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ, ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან...
1736428594
მსოფლიო„ხალხი მიხვდება, რომ ეს ნამდვილად არის გარე ძალების სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ხალხის დაშლას“ - რუსეთის პატრიარქი
რუსეთის პატრიარქმა კირილმა ტელეკომპანია Rossiya 1-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ბევრი იტანჯება კონფლიქტით და სურთ მშვიდობა რაც შეიძლება მალე, მაგრამ ეს უკრაინის ხელისუფლების პოლიტი...
1736428384
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8367 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8395 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...