სირცხვილიამ ირაკლი ღარიბაშვილს ქუთაისი-კიევის ბილეთი უყიდა

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“-მ საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ქუთაისი - კიევის მიმართულებით ბილეთი უყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია მოძრაობის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს,
ბატონო ირაკლი,
სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” დარწმუნებულია, რომ თქვენ მიერ უკრაინაში ვიზიტისგან თავშეკავების არაერთი სერიოზული მიზეზი არსებობს, მაგალითად: საქართველოში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირე, მთა
ვრობის ხარჯების შემცირების პოლიტიკა 2022 წლისთვის და რაც მთავარია, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა კოვიდინფიცირების ფონზე.
ვითვალისწინებთ რა ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებებს, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” -მ მიიღო გადაწყვეტილება, ორგანიზაციული სახსრებით დააფინანსოს თქვენი მგზავრობა ქუთაისი - კიევის მიმართულებით. თქვენი 5-დღიანი იზოლაციისა და შემდგომი კოვიდ - რეაბილიტაციის ვადების გათვალისწინებით, ქუთაისი - კიევის მიმართულებით შესყიდული იქნა 2022 წლის 10 თებერვლის ავიაბილეთი.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩასხდომის დროა 16:05 საათი, ტრანზიტი ლატვიაში (რიგის საერთაშორისო აეროპორტი) - 18:10 საათი, ხოლო ჩაფრენა დანიშნულების ადგილას - 01:05 საათი.
გამგზავრებისთვის დაგჭირდებათ Covid-19 სერტიფიკატი (მწვანე პასპორტი) ან ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.
ბილეთის ელექტრონული ვერსია გამოგზავნილია თქვენს პირად ელექტრონულ მისამართზე. საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია მზად არის პირადად გადმოგცეთ ბილეთი“, - წერია „სირცხვილიას“ ფეისბუკგვერდზე.
ასევე საინტერესოა:
1741508138
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
2025 წლის 11 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ქ. ნიუ-იორკში მონაწილეობას მიიღებს გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაში, რომლის ფარგლებშიც ის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით...
1741506332
მსოფლიომასკი: ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალი, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა
„ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა“, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამერიკელი მილიარდერი ილ...
1741504157
ახალი ამბებისაქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 9-10 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილი...
1741465889
სპორტისაქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა
9 მარტს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი 9 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის...
1741464309
მსოფლიოჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს აწესებს
ჩინეთი კანადას 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს უწესებს. ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ქმედებაა კანადის მიმართ, რომელმაც ჩინეთს ტარიფე...