თენგიზ შარმანაშვილი: აგრძელებენ ზეწოლას საქართველოზე, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს სუვერენიტეტს არ დათმობს

„დიფ სთეითს“ უზარმაზარი გავლენა აქვს ევროპელ პოლიტიკოსებზე, ევროპული ქვეყნების ლიდერებზე, ევროკავშირის ხელმძღვანელობის სტრუქტურებზეც. ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან წამოწეული წინა პლანზე, რომლებიც ახმოვანებენ „დიფ სთეითის“ იმ დავალებებს, რომელიც უნდა შეასრულონ სიტყვაშეუბრუნებლად ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც და რა თქმა უნდა თვითონ იმ მთავრობებმაც, რომლებიც გამოდიან ასეთი ინიციატივებით, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკასთან“.

დეპუტატი გამოეხმაურა ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების დასანქცირების ფაქტს.

„რა თქმა უნდა ბალტიისპირეთისთვის საქართველოს არაფერი დაუშავებია, მაგრამ მათ ასეთი დავალება მიიღეს და თავს უფლებასაც კი აძლევდნენ მიტინგებზე გამოსულიყვნენ მათი მინისტრები და ანტისამთავრობო მოწოდებები ჰქონოდათ. ამიტომ ეს ჩვენთვის სიახლე არ არის. ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, „დიფ სთეითის“ დავალებით ადგენენ რაღაცა სიებს ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ოფისები და რეგისტრაციის ადგილებიც კი გადაიტანეს ბალტიისპირა ქვეყნებში, რათა არ მოქცეულიყვნენ გამჭვირვალობის კანონის იურისდიქციაში და არ ჰქონოდათ გასამხელი, რისთვის ხარჯავდნენ იმ თანხებს რომელსაც იღებდნენ. თუმცა ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ გაასაჯაროვა ბევრი რამ და ჩვენთვის ცნობილი გახდა, რაში იხარჯებოდა მათი მხრიდან ეს ფული. ისინი თავის ამ ბნელ საქმიანობას ისევ აგრძელებენ უკვე ბალტიისპირეთის გავლით, აგრძელებენ ზეწოლას საქართველოზე, რომელსაც აქამდე არ მოუტანია მათთვის შედეგი, იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს სუვერენიტეტს არ დათმობს, არ ჩაერთვება ამ პროქსი ომებში, არ ჩაერთვება ეკონომიკურ ავანტიურებში, ამას შედეგი არ ექნება, მაგრამ ისინი რა თქმა უნდა მაინც გამალებით ცდილობენ ამის გაკეთებას“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741270395

მსოფლიო

„რუსეთი უკრაინაში ნატოს ჯარების განლაგებას არ მოითმენს“ - ლავროვი

რუსეთი არ მოითმენს ნატოს ჯარების ყოფნას უკრაინაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ნატის სამხედროების ყოფნას უკრაინაში ზუსტად ისე განიხილ...

აა

1741268879

მსოფლიო

„სიენენი“ - დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გაუქმებას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გასაუქმებლად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ამ კვირაში ან  დღესაც  ხელი მოაწე...

დონალდ ტრამპი

1741267873

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლადდანიშნულ ელჩს, ილხომ აბდურახმონს (რეზიდენციით ბაქო) შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მ...

მაკა ბოჭორიშვილი

1741266370

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7858 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ვალუტის კურსი

1741264392

მსოფლიო

ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მყოფი 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის გაუქმებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მცხოვრები 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის ჩამორთმევას გეგმავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. საუბარია იმ უკრაინელებზე, რომლე...

უკრაინის მოსახლეობა