მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლადდანიშნულ ელჩს, ილხომ აბდურახმონს (რეზიდენციით ბაქო) შეხვდა.

მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელთა შორის არის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება. გამოითქვა დაინტერესება ტაჯიკური ტვირთების საქართველოს გავლით ტრანზიტის მოცულობების გაზრდაზე. მსჯელობა ასევე შეეხო ორმხრივი კავშირების განვითარებას მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში. შეხვედრაზე მხარეებმა მომოიხილეს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, ისევე, როგორც ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის კონსულტაციების არსებული ფორმატები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ტაჯიკეთის ელჩს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა გააცნო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ რთულ გარემოსა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა თავისი წვლილი შეიტანონ ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების საქმეში.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741268879

მსოფლიო

„სიენენი“ - დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გაუქმებას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გასაუქმებლად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ამ კვირაში ან  დღესაც  ხელი მოაწე...

დონალდ ტრამპი

1741266370

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7858 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ვალუტის კურსი

1741264392

მსოფლიო

ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მყოფი 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის გაუქმებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მცხოვრები 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის ჩამორთმევას გეგმავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. საუბარია იმ უკრაინელებზე, რომლე...

უკრაინის მოსახლეობა

1741261938

მსოფლიო

პუტინმა აშშ-ში რუსეთის ახალ ელჩად ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ში ახალი ელჩი, ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთს ელჩი ამერიკაში 2024 წლის ოქტომბრიდან არ ჰყავდა. 18 თებერვალს საუდის არა...

ალექსანდრე დარჩიევი

1741261815

საზოგადოება

იაგო ხვიჩია - იმედი მაქვს, ჩვენი კოლეგები, რომლებიც უკვე არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, დარჩებიან ამ პოზიციაზე და არ გადაიფიქრებენ

იმედი მაქვს, ჩვენი კოლეგები, რომლებიც უკვე არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, დარჩებიან ამ პოზიციაზე და არ გადაიფიქრებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩიას თქმი...

პოლიტიკოსი