ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 60-ჯერ დაირღვა, დაშავებულია 2 უკრაინელი სამხედრო - უკრაინის გაერთიანებული ძალები

გასული დღის განმავლობაში ბოევიკებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 60-ჯერ დაარღვიეს, მათ შორის 43 შემთხვევაში მინსკის ხელშეკრულებებით აკრძალული იარაღის გამოყენებით, -  იუწყება უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბი.

„მოწინააღმდეგის მოქმედების შედეგად გაერთიანებული ძალების ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, მეორე კი - დაშავდა. სამხედროები სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დაშავებულის კი - დამაკმაყოფილებელი.

რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ დაბომბვის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა. გუშინ ასევე მტრის დაბომბვამ დააზიანა საბავშვო ბაღის შენობა, ელექტროგადამცემი ხაზები, გაზსადენი და გაანადგურა ორი კერძო სახლი სტანიცა ლუგანსკაში. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სამმა თანამშრომელმა თავის ტვინის შერყევა მიიღო“, - აღნიშნულია  უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ოკუპანტების შეიარაღებულმა ფორმირებებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს დასახლებულ პუნქტ ვრუბოვკაში, რის შედეგადაც დაზიანდა ადგილობრივი სკოლის შენობა, გაზსადენი და კერძო სახლი.

ასევე საინტერესოა:

🔵 საქართველოში მიწისძვრა მოხდა

🔵 "იმ მადლიერი ხალხის სახელითაც გილოცავთ, ვისთვისაც უმადურობა დიდი ცოდვაა" - ნანა კაკაბაძე ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

🔵 ე.წ. ქოლ-ცენტრის საქმესთან დაკავშირებით ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი დააკავეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741192578

მსოფლიო

მედვედევი ზელენსკიზე: შეუმდგარმა ფიურერმა ოვალურ კაბინეტში ტრამპს ნერვები მოუშალა, ამერიკელებმა კი მისი დემონსტრაციული დასჯა გადაწყვიტეს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „შეუმდგარი ფიურერი“ უწოდა. „შეუმდგარმა ფიურერმა ტრამპსა და მის გუნდს ოვალურ კაბინეტში ნერვებ...

რისეთი

1741191437

მსოფლიო

ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ც...

მოძრაობა - გზა, თოვლი

1741186636

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები

ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ ს...

ირაკლი კობახიძე

1741186447

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: იდენტური ხელწერითაა დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ - ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც „დიფ სთეითი“ ეწოდება

იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფე...

ირაკლი კობახიძე

1741185730

სპორტი

საქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია

ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...

20-წლამდე ვაჟთა ნაკრები