უკრაინის ხელისუფლებაზე უკვე კარგი წარმოდგენა აღარ მაქვს - გორის საკრებულოს თავმჯდომარე

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების კრიტიკას უკრაინისთვის არასათანადო დახმარების შესახებ და თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლებაზე კარგი წარმოდგენის არ არის.

მისი თქმით, „მეხუთე კოლონამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, უკრაინელი ხალხის დახმარების ნაცვლად, „ათასი სისულელე აიტაცა“, რუსეთისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვიდან დაწყებული, რძის პროდუქტების ექსპორტის ჩათვლით.

„ეს ნარატივი, იმის მაგივრად, რომ გაჭირვებულ ხალხს… ხალხს, თორემ, უკრაინის ხელისუფლებაზე უკვე კარგი წარმოდგენა აღარ მაქვს, იმიტომ, რომ როცა საქართველო უამრავ დახმარებას უწევს, რაღაც თემებით არიან დაინტერესებულნი. მიხედე იქ, უკრაინაში… 45- მილიონიან სახელმწიფოს ის ძალა არ ჰქონდა, რომ ამ დაჟანგებული რუსული არმიისთვის ელემენტარული წინააღმდეგობა გაეწია“, — განაცხადა რაზმაძემ.

მან გააკრიტიკა საქართველოში პოლონეთის ელჩის, მარიუშ მაშკიევიჩის მოწოდებაც გორში სტალინის მუზეუმის დახურვის შესახებ.

„პოლიტიკური პირი ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს, მით უმეტეს, ისეთი ქვეყანა, როგორიც პოლონეთია — ჩვენი მეგობარი და ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა არის, მისი ეკონომიკა სერიოზულ წინსვლას განიცდის. იცით, როგორი თემაა? სტალინის აპოლოგეტი არ არის ჩვენი სახელმწიფო, მაგრამ არსებული მუზეუმი არის ძალიან სერიოზული შემოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. თან ეს მუზეუმი ექვემდებარება კულტურის სამინისტროს. მე ვფიქრობ, ეს განცხადება [ელჩის] იყო ძალიან არასერიოზული, თან პირდაპირ ეკონომიკაზე იყო დარტყმა, რომ თქვენი შემოსავლები მე არ მაინტერესებს, დახურეთო… სტალინი ვინ იყო, როგორ იყო, თქმა არ არის საჭირო, ყველამ კარგად იცის, მაგრამ დედა რომ მყავდეს რუსი და მითხრან, რომ რაზმაძე, დედაშენი გაუშვი სახლიდან, რაღაც მაგის მსგავსი იყო… ვერ ჯდება ვერაფერში“, — განაცხადა რაზმაძემ, რომლის კომენტარსაც ნეტგაზეთი ავრცელებს.

ცნობისთვის, პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი საქართველოს მთავრობას მიმართავს და სთხოვს, გორში სტალინის მუზეუმი დახუროს.

ასევე საინტერესოა:

🔵 „მოსვენება დავკარგე… სულ ამ ბავშვზე მეფიქრება…“ - სოფო ნიჟარაძე

🔵 რუსები ესვრიან ჰუმანიტარულ კორიდორს მარიუპოლში - უკრაინული მედია

🔵  „ეშ­მა­კის, ბო­რო­ტე­ბის პი­რის­პირ აქ­ტი­უ­რი პა­ცი­ფის­ტე­ბი უნდა ვი­ყოთ და უნდა ვე­ცა­დოთ, ომი რაც შე­იძ­ლე­ბა მალე შე­ჩერ­დეს“ - ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740940730

მსოფლიო

მარკო რუბიო - პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, რომელსაც აქვს რაიმე შანსი, მიიყვანოს პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან

ჩვენ უნდა გავარკვიოთ, არსებობს თუ არა გზა, რომ ომი შეაჩერონ და ერთადერთი გზა ამის გასაკეთებლად არის რუსების ჩართვა მოლაპარაკებებში, რაც ევროპელებმა ვერ შეძლეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ან არც...

 მარკო რუბიო

1740940672

სპორტი

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი 16 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრები 43:5 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. ფინალის საგზურის გარდა, სა...

რაგბი რაგბი

1740940602

მსოფლიო

კირ სტარმერი - დროა, გავერთიანდეთ მშვიდობის ახალი გეგმის გარშემო, ევროპამ უნდა იტვირთოს მძიმე ტვირთი, ჩვენ ვეთანხმებით ტრამპს მდგრადი მშვიდობის გადაუდებელ საჭიროებაზე, ერთად უნდა შევასრულოთ ეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა წარმოადგინა ოთხი ნაბიჯი, რომელზედაც ლიდერები ლონდონში სამიტის დროს შეთანხმდნენ. სტარმერის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად ნებისმიერი ახალი შეთანხმება უნდ...

კირ სტარმერი

1740936429

საზოგადოება

პატრიარქი: ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, სხვისთვის პატიების თხოვნა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ

„ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, - სხვისთვის პატიების თხოვნა, ან წყენის დავიწყება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად მოვიდა ჩვენი ცხონებისათ...

პატრიარქი:

1740933056

მსოფლიო

სენატორი ლინდსი გრემი - დიდი მწუხარებით ვამბობ: ადამიანთა ბოლო ჯგუფი, რომელსაც თავისუფლების დასაცავად მოვიაზრებდი, ევროპელები არიან

რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირებასა და ევროპელი მაღალჩინოსნების კომენტარებს სოციალურ ქსელში პასუხობს. „სასოწარკვეთილ, შეშფო...

სენატორი ლინდსი გრემი