მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ ზელენსკი „გონს უნდა მოეგოს“ და მადლიერების ნიშნად მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „გონს უნდა მოეგოს“ და მადლიერების ნიშნად მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სხვამ უნდა გააკეთოს. ამის შესახებ მან NBC News-თან საუბრისას განაცხადა.
„პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს ეს ორი მხარე მშვიდობის წერტილამდე მიიყვანოს. ის, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააკეთა თეთრ სახლში, ფაქტობრივად ჩვენთვის სიგნალი იყო, რომ ის ჯერ არ არის ამისთვის მზად და ვფიქრობ, ეს დიდი იმედგაცრუებაა“, - განაცხადა ჯონსონმა.
ჟურნალისტის კითხვაზე იყო თუ არა კრემლის ლიდერი „გამარჯვებული“ იმით, რაც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოხდა, მაიკ ჯონსონმა თქვა - „არა, არ იყო“.
შეგახსენებთ, 28 თებერვალს ოვალურ კაბინეტში უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შორის კამათი მოხდა.
„შენ თამაშობ ბანქოს, შენ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ეთამაშები. მესამე მსოფლიო ომს ეთამაშები. მესამე მსოფლიო ომს ეთამაშები და რასაც აკეთებ, არის ძალიან უპატივცემულო ქვეყნის მიმართ, ამ ქვეყნის მიმართ, რომელიც შენ მხარს გიჭერდა გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ უნდა ექნათ“, - მიმართა ტრამპმა ზელენსკის ოვალურ კაბინეტში.
1740983813
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება. 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...
1740982120
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა
დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...
1740981935
მსოფლიომაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება
ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...
1740979239
ახალი ამბებიპარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ
პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...
1740978318
ახალი ამბებიგურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ყველა რთულ მონაკვეთზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო, მძიმე ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუ...